კონფიდენციალობის პოლიტიკა

ბოლო განახლების თარიღი: 03.07.2026

მოცემული საკითხები

  1. ზოგადი დებულებები
  2. მონაცემთა დამმუშავებელი
  3. რა მონაცემებს ვაგროვებთ
  4. მონაცემთა გამოყენების მიზნები
  5. დამუშავების სამართლებრივი საფუძველი
  6. მონაცემთა გაზიარება მესამე პირებთან
  7. ქუქი-ჩანაწერები
  8. მონაცემთა შენახვის ვადა
  9. მონაცემთა უსაფრთხოება
  10. მომხმარებლის უფლებები
  11. ასაკობრივი შეზღუდვა
  12. მონაცემთა საერთაშორისო ტრანსფერი
  13. ცვლილებები პოლიტიკაში
  14. საკონტაქტო ინფორმაცია

1. ზოგადი დებულებები

1.1. წინამდებარე კონფიდენციალობის პოლიტიკა განმარტავს, თუ როგორ აგროვებს, იყენებს, ინახავს და იცავს შპს „როვიქსი" (Rowix LLC) (საიდენტიფიკაციო კოდი: 405796410, მისამართი: ქ. თბილისი, საქართველო, უნივერსიტეტის ქუჩა №54; შემდგომში — „კომპანია", „ჩვენ") მომხმარებელთა პერსონალურ მონაცემებს პლატფორმა TT.ge-ით სარგებლობისას.

1.2. მონაცემები მუშავდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

1.3. პლატფორმით სარგებლობით მომხმარებელი ადასტურებს, რომ გაეცნო ამ პოლიტიკას.

2. მონაცემთა დამმუშავებელი

მონაცემთა დამმუშავებელია: შპს „როვიქსი" (Rowix LLC), ს/კ 405796410, ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქუჩა №54. საკონტაქტო ელფოსტა: [[email protected]].

3. რა მონაცემებს ვაგროვებთ

3.1. საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო მონაცემები: სახელი, გვარი, მომხმარებლის სახელი, ელფოსტა, ტელეფონის ნომერი, დაბადების თარიღი, ლოკაცია, პროფილის ფოტო (ავატარი).

3.2. ავტორიზაციის მონაცემები: პაროლის დაშიფრული (hash) ვერსია; Google-ავტორიზაციის იდენტიფიკატორი (თუ იყენებთ Google-ით შესვლას).

3.3. გადახდის მონაცემები: ტრანზაქციის ინფორმაცია (თანხა, თარიღი, სტატუსი, გამოწერის დონე). ბარათის სრულ მონაცემებს ჩვენ არ ვინახავთ — მათ ამუშავებს ბანკი.

3.4. კონტენტი და აქტივობა: თქვენ მიერ განთავსებული პოსტები, ბლოგები, ფაილები, კომენტარები, რეაქციები, გამოკითხვები, ჩატის შეტყობინებები, გამოწერები.

3.5. ტექნიკური მონაცემები: IP მისამართი, მოწყობილობისა და ბრაუზერის შესახებ ინფორმაცია, ქუქი-ჩანაწერები , სესიის მონაცემები.

4. მონაცემთა გამოყენების მიზნები

მონაცემებს ვამუშავებთ შემდეგი მიზნებისთვის:

  • ანგარიშის შექმნა, ავტორიზაცია და მართვა;
  • გამოწერების და გადახდების დამუშავება;
  • მომსახურების მიწოდება და ტექნიკური მხარდაჭერა;
  • შეტყობინებების გაგზავნა- მაგ. ახალი შეტყობინება, მოხსენიება, კომენტარი;
  • უსაფრთხოების უზრუნველყოფა, თაღლითობის პრევენცია, კონტენტის მოდერაცია;
  • სამართლებრივი ვალდებულებების შესრულება.

5. დამუშავების სამართლებრივი საფუძველი

მონაცემები მუშავდება შემდეგი საფუძვლებით: მომხმარებლის თანხმობა; ხელშეკრულების (მომსახურების) შესრულება; კომპანიის კანონიერი ინტერესი (უსაფრთხოება, გაუმჯობესება); კანონისმიერი ვალდებულება.

6. მონაცემთა გაზიარება მესამე პირებთან

6.1. მონაცემებს ვუზიარებთ მხოლოდ საჭიროებისამებრ, შემდეგ კატეგორიის მიმღებებს:

  • ბანკი-ეკვაირერი (საქართველოს ბანკი) — გადახდების დასამუშავებლად;
  • Google — ავტორიზაციისთვის (Google-ით შესვლისას);
  • SMS და ელფოსტის პროვაიდერები — შეტყობინებების გასაგზავნად;
  • ღრუბლოვანი შენახვის პროვაიდერი — ფაილებისა და მედიის შესანახად;
  • ჰოსტინგისა და ინფრასტრუქტურის პროვაიდერები — სერვისის ფუნქციონირებისთვის;
  • სახელმწიფო/სამართალდამცავი ორგანოები — კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

7. ქუქი-ჩანაწერები

7.1. პლატფორმა იყენებს cookies ავტორიზაციის (სესიის შენარჩუნება), უსაფრთხოებისა და პლატფორმის გამართული მუშაობისთვის.

7.2. მომხმარებელს შეუძლია ბრაუზერიდან მართოს ან წაშალოს cookies, თუმცა ამ შემთხვევაში ცალკელუკმა ფუნქციამ შესაძლოა არ იმუშაოს (მაგ. სისტემაში შესვლა).

8. მონაცემთა შენახვის ვადა

8.1. მონაცემები ინახება ანგარიშის აქტიურობის განმავლობაში, აგრეთვე კანონმდებლობითა და ბუღალტრული/საგადასახადო მიზნებით საჭირო ვადით.

8.2. ანგარიშის წაშლის შემდეგ მონაცემები იშლება ან ანონიმდება, გარდა იმ ჩანაწერებისა, რომელთა შენახვაც სავალდებულოა კანონმდებლობით.

9. მონაცემთა უსაფრთხოება

9.1. ვიყენებთ ტექნიკურ და ორგანიზაციულ ზომებს მონაცემთა დასაცავად: მონაცემთა დაშიფვრა გადაცემისას, პაროლების დაშიფრული შენახვა, წვდომის კონტროლი, სერვისების მონიტორინგი.

9.2. მიუხედავად მიღებული ზომებისა, ინტერნეტით მონაცემთა გადაცემის აბსოლუტურ უსაფრთხოებას ვერ გავცემთ გარანტიას.

10. მომხმარებლის უფლებები

10.1. მომხმარებელს უფლება აქვს: მიიღოს ინფორმაცია მისი მონაცემების დამუშავების შესახებ; მოითხოვოს მათი გასწორება, განახლება ან წაშლა; მოითხოვოს დამუშავების შეზღუდვა; გამოიხმოს მანamდე გაცემული თანხმობა.

10.2. უფლების გამოსაყენებლად მოგვმართეთ ელფოსტაზე [[email protected]]. მოთხოვნას განვიხილავთ კანონით დადგენილ ვადაში.

10.3. მომხმარებელს ასევე უფლება აქვს საჩივრით მიმართოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს.

11. ასაკობრივი შეზღუდვა

პლატფორმა განკუთვნილია 18 წელს მიღწეული პირებისთვის. ჩვენ შეგნებულად არ ვაგროვებთ 18 წლამდე პირთა მონაცემებს; ასეთი მონაცემის აღმოჩენისას იგი დაუყოვნებლივ იშლება.

12. მონაცემთა საერთაშორისო ტრანსფერი

ცალკეული პროვაიდერი (მაგ. Cloudflare, Google) მონაცემებს ამუშავებს საქართველოს ფარგლებს გარეთ. ასეთ შემთხვევაში კომპანია უზრუნველყოფს დაცვის სათანადო სამართლებრივ და ტექნიკურ ზომებს.

13. ცვლილებები პოლიტიკაში

კომპანია უფლებამოსილია განაახლოს ეს პოლიტიკა. მოქმედი ვერსია ქვეყნდება ამ გვერდზე განახლების თარიღით.

14. საკონტაქტო ინფორმაცია

  • კომპანია: შპს „როვიქსი" (Rowix LLC)
  • საიდენტიფიკაციო კოდი: 405796410
  • მისამართი: ქ. თბილისი, საქართველო, უნივერსიტეტის ქუჩა №54
  • კონფიდენციალობის საკითხები: [[email protected]]
  • მხარდაჭერა: [[email protected]]