Sweeft | Spotlight | Tech Talent
Sweeft

კომპანიის მოკლე აღწერა

Sweeft Digital არის ქართული, საერთაშორისო პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების კომპანია, რომელიც ბაზარზე 2017 წელს გამოჩნდა. მას შემდეგ თანამშრომლობს როგორც ქართულ, ასევე, საერთაშორისო კომპანიებთან და მათ ისეთ მომსახურებებს სთავაზობს, როგორებიცაა აპლიკაციების დამზადება, ვებ-დეველოპმენტი, დიდი კომპანიების ავტომატიზაციის პროგრამები და საკუთარი პროფესიონალი კადრებით უზრუნველყოფა. 

2021 წლის სექტემბერში Sweeft Digital შეუერთდა Making Science ჯგუფს, რომელიც დალისტური კომპანიაა. Making Science-ის გუნდის წევრობა საშუალებას აძლევს Sweeft Digital-ს უფრო სწრაფად და მარტივად მოიცვას საერთაშორისო ბაზარი და გააფართოვოს ციფრული მომსახურება.

2022 წლის იანვარში, Sweeft Digital-მა ქართული სააგენტო ELLIOT შეიძინა და უახლოეს მომავალში ციფრული მარკეტინგის მიმართულებით საერთაშორისო ბაზრების ათვისებას გეგმავს. 

ELLIOT-თან ერთად Sweeft Digital აგრძელებს გაფართოვებას ციფრული ინდუსტრიის ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ციფრული მარკეტინგი, კრეატივი, მონაცემთა კონფიგურაცია, კამპანიების ოპტიმიზაცია და სხვა. 

მისია

კომპანიის მთავარი მისიაა ხელი შევუწყოთ კლიენტებს, განახორციელონ თავიანთი ბიზნეს პოტენციალი ციფრული ტრანსფორმაციის ინსტრუმენტების გამოყენებით. ამ მისიის მიღწევა, რა თქმა უნდა, წარმოუდგენელია გამოცდილი და კომპეტენტური გუნდის წევრების გარეშე. Კომპანია Sweeft Digital ზრუნავს თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რადგან თითოეული გუნდის წევრის განვითარება კომპანიის მნიშვნელოვანი ღირებულებაა.

გუნდის მთლიანობას კიდევ უფრო ხელს უწყობს Sweeft-ის შიდა აქტივობები. კომპანიას ყოველკვირეულად ისეთი შიდა აქტივობები აქვს როგორებიცაა: სხვადასხვა სპორტული აქტივობა, ჭადრაკი, მაგიდის ჩოგბურთი, ჯომარდობა და რაც მთავარია, დამღლელი კვირის ბოლოს, ყველასთვის საყვარელი Friday Drinkings.

ღირებულებები 

·    გუნდურობა

·    გამბედაობა

·    ინოვაციურობა

·    ხარისხი

·    მაღალი პასუხისმგებლობა

·    კლიენტზე ორიენტირებულობა

ბენეფიტები

სვიფტელებს შეუძლიათ ისარგებლონ სხვადასხვა ბენეფიტებით:

·    ჯანმრთელობის დაზღვევა

·    კორპორატიული საჩუქრები დიდ დღესასწაულებზე

·    კარიერული განვითარების დაგეგმვა - უფასო კურსები

·    Ტრენინგები Soft skill-ების განსავითარებლად

·    კორპორატიული ღონისძიებები

·    Fitpass ბარათი

·    Სპორტული აქტივობები

Nini Mosiashvili
Head of Marketing & Communication at Sweeft Digital
Ketevan Topuridze
Marketing & Communications Specialist

Latest Jobs

Sweeft
Added 111 days ago
#Intern
#Tbilisi
Sweeft
Added 111 days ago
#Intern
#Tbilisi
Sweeft
Added 111 days ago
#Intern
#Tbilisi
Sweeft
Added 111 days ago
#Intern
#Tbilisi
Show All