Qarva | Spotlight | Tech Talent
Qarva

ქარვა არის მაღალი ხარისხის IPTV და OTT ტელევიზიის მთლიანი პროგრამული უზრუნველყოფის ინოვაციური მიმწოდებელი გლობალურ ბაზარზე. ქარვას შესაძლებლობები სრულად აკმაყოფილებს მომხმარებლის მაღალ მოთხოვნას, მიიღოს ხარისხიანი კონტენტი ნებისმიერ დროს, ადგილსა თუ მოწყობილობაზე. რაც იმას ნიშნავს, რომ ქარვას აქვს ყველაზე სწრაფი, ყველაზე მოხერხებული და ყველაზე მაღალხარისხიანი პროგრამული უზრუნველყოფა და ზუსტად ხარისხის ეს მაჩვენებელი წარმოადგენს კომპანიის ბრენდის მთავარ ფასეულობას. 

ქარვას წარმატებული და ცნობილი სატელევიზიო პროგრამული უზრუნველყოფის პროექტი საქართველოში წარმოდგენილია SilkTV-ის სახით. ქარვაში შეიქმნა ასევე სტრიმინგის პროტოკოლი, რომლითაც ვუზრუნველყოფთ შორ მანძილებზე ვიდეო სტრიმის ტრანსპორტირებას, მაღალი ხარისხით და ძალიან მცირე დაყოვნებით. 

2017 წელს ლონდონში ქარვას ტექნოლოგია, მულტიპაიპი, წარდგენილი და დაჯილდოვებული იყო როგორც საუკეთესო სტრიმინგის ინოვაციური ტექნოლოგია. 2018 წლიდან Qarva გახდა DVB (DVB – Digital Video Broadcasting - https://dvb.org)-ის წევრი. 


ქარვას უმთავრესი მისიაა სატელევიზიო სერვისების მოხმარება ადამიანებისთვის გავხადოთ უფრო კომფორტული. 

ჩვენ ღრმად გვწამს იმის, რომ ამ მისიის მიღწევა გარანტირებულია ჩვენი ორგანიზაციული კულტურით. 

ერთერთი მთავარი მიმართულება კომპანიისთვის თანამშრომლის განვითარებაა. ნებისმიერ პოზიციაზე ხდება თანამშრომლების სურვილების და კომპანიის მიზნების გათვალისწინებით, სამომავლო კარიერული განვითარების დაგეგმვა. კვალიფიკაციის ამაღლება ხორციელდება სპეციალიზირებული სწავლების, ონლაინ კურსების, ტრეინინგის და/ან სტაჟირების გზით. 


ქარვაში ბევრი წარმატებული ისტორია გვაქვს, როგორ შეიძლება სტაჟირებიდან დეპარტამენტის უფროსის პოზიციამდე წინსვლა. შესაბამისად, თანამშრომლებს თავიდანვე ვთავაზობთ შესაძლებლობას ისწავლონ, ჩაერთონ კომპანიის საქმიანობაში სასურველი მიმართულებით.


ქარვაში ძალიან ნიჭიერი და გამორჩეული თანამშრომლები გვყავს. რამაც გვიბიძგა შეგვექმნა სხვადასხვა აქტივობების კლუბები განსატვირთად. საკმაოდ აქტიურია მორბენალთა კლუბი, რომელიც წლის განმავლობაში რამდენჯერმე იღებს მონაწილეობას სამთო გარბენის ტურნირებში. ამას გარდა, გვაქვს სამაგიდო თამაშების და ბოულინგის კლუბები.


ქარვაში გვაქვს ტრადიციები

ყოველ წელს ქარველები მონაწილეობას იღებენ რთველში და დაკრეფილი ყურძნით ქარველებისთვის საკუთარ მარანში ქარვას ღვინოს წურავენ.  


ქარვაში ყოველ წელს ქალთა დღესთან ერთად, აღვნიშნავთ მამებისა და მამაკაცების დღეს.


ქარვას ღირებულებებია: 

 

  • ერთმანეთის სიყვარული 
  • ადამიანური მიდგომები 
  • გუნდურობა 
  • ნდობა 
  • პატივისცემა 
  • შედეგზე ორიენტირებულობა 
  • ინოვაცია  
  • სამართლიანობა 
  • პასუხისმგებლობა 
  • ენთუზიაზმი 
  • მასშტაბური ამოცანები 
  • ცოდნის გაზიარება 


ქარველებს შეუძლიათ ისარგებლონ სხვადასხვა ბენეფიტებით: 

 

  • ჯანმრთელობის დაზღვევა 
  • ყოველდღიური ლანჩი 
  • კორპორატიული საჩუქრები დიდ დღესასწაულებზე:  
  • სეზონური სასაჩუქრე შეფუთვები 
  • კარიერული განვითარების დაგეგმვა - უფასო კურსები/ტრენინგები 
  • კორპორატიული ღონისძიებები 
  • Fitpass ბარათი 
  • პრემირება შვილის შეძენისას, ოჯახის წევრის გარდაცვალებაზე 

 


Irina Baramidze
Talent & Organizational Development Manager
Sally Mekvabidze
Head of PR & Brand Communications

Latest Jobs

#Junior
#Tbilisi
#IOS
#SWIFT
#Junior
Qarva
Added 53 days ago
#Tbilisi
#srum
#master
Qarva
Added 107 days ago
#Middle
#Tbilisi
Show All