ვინ ვართ ჩვენ?
Flat Rock Technology წამყვანი პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიაა, რომელიც
სოფტვეარ დეველოპმენტის გარდა, მომხმარებლებს მსოფლიო მასშტაბით
სთავაზობს აუთსორსინგსა და ქლაუდ სერვისებს.
2008 წლიდან ჩვენ ვემსახურებით საშუალო და მსხვილ ბიზნესებს და დღეისთვის
ვაერთიანებთ 400-ზე მეტ პროფესიონალს ჩვენს ოფისებში. „ფლეტ როკ
ტექნოლოჯი“ ოპერირებს ლონდონში, ამსტერდამში, თბილისში და ბულგარეთის
სამ ლოკაციაზე - ვარნაში, ბურგასსა და რუზეში. კონკრეტულად თბილისის ოფისში
ამჟამად 70-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული.
Flat Rock Technology არის Microsoft-ის ოქროს პარტნიორი და ფლობს ISO
9001:2013 და ISO 27001:2015 სერთიფიკატებს. ამასთან ერთად, სარეიტინგო
კომპანია Clutch-ი უკვე მესამე წელია ასახელებს „ფლეტ როკს“ როგორც წამყვან
კომპანიას Laravel დეველოპმენტის მიმართულებით.




ჩვენ ვართ განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი 14 წლიანი გამოცდილებით და
ჩვენი მიზანია მივაწოდოთ მომხმარებლებს საუკეთესო მომსახურება. ამისთვის
მუდმივად ვავითარებთ ჩვენს ცოდნას, გამოცდილებას და ვზრდით გუნდებს.
„ფლეტ როკი“ ამჟამადაც გაფართოების ფაზაშია, ამიტომაც ჩვენ აქტიურად
ვაცხადებთ მიღებას ღია პოზიციებზე. თუ დაინტერესებული ხართ კარიერული
ცვლილებებით, წაიკითხეთ მეტი ჩვენს შესახებ და შემოგვიერთდით! ბმული:
https://www.flatrocktech.com
რას გთავაზობთ:
• კონკურენტუნარიან ანაზღაურებას
• ჯანმრთელობის დაზღვევას
• სოციალურ ბენეფიტებს
• სამუშაოსა და ცხოვრების ბალანსს
• ანაზღაურებად შვებულებას
• მუშაობის შესაძლებლობას დისტანციურად ან ოფისიდან
• მრავალფეროვან და საინტერესო გუნდთან თანამშრომლობას.