PR პრაქტიკაში | Smart Academy | Temi Cloud
კურსები ▪ საჯარო ლექციები ▪ ვებინარები ▪ მასტერკლასები
Smart Academy
PR პრაქტიკაში
Tags
#PR
Smart Academy
PR პრაქტიკაში
#PR
Course Details
Field
Marketing
Category
Marketing
Sessions
12
Duration
32
Weeks
Show
Learn More

კურსის მიზანია მსმენელებმა ისწავლონ PR-ის პრაქტიკაში გამოყენება, გაიგონ სწორი საკომუნიკაციო ენის მნიშვნელობა, მედიასთან ურთიერთობისა და აუდიტორიასთან მუშაობის წესები, ისწავლონ რეპუტაციის მართვის პრაქტიკული ინსტრუმენტების ფლობა, ამბის ეფექტურად თხრობა, კრიზისების პრევენცია, მათი მართვა და ა. შ.

**კურსის მსმენელებს ეცოდინებათ **

  • რა მნიშვნელობა აქვს PR-ის პრაქტიკულ ცოდნას და რა პრინციპული განსხვავებაა თეორიასა და პრაქტიკას შორის;
  • საკომუნიკაციო გეგმის არსი;
  • მედიასთან სწორი კომუნიკაციის მნიშვნელობა და შესაძლებლობები;
  • კომუნიკაციის დამყარების შესაძლებლობები პოტენციურ პარტნიორებთან;
  • როგორ და რატომ ხდებიან კონკურენტები "პარტნიორები";
  • როგორ იქმნება ნამდვილი ნიუსი;
  • კომუნიკაციის რა ხერხები და არხები მუშაობს;
  • რა ინსტრუმენტები გამოიყენება რეპუტაციის მართვისას;
  • კამპანიის დაგეგმვა და განხორციელება;
  • რა როლი აქვს PR-ს ციფრულ მედიაში;
  • რა როლს ასრულებს PR კრიზისების მართვაში;
  • რა ტიპის პოლიტიკური PR მუშაობს საქართველოში

კურსის მსმენელებს შეეძლებათ

  • PR-ის პრაქტიკაში გამოყენება;
  • საკომუნიკაციო გეგმის შედგენა;
  • მედიასთან ეფექტური კომუნიკაცია;
  • პოტენციურ პარტნიორებთან კომუნიკაცია და ეფექტური სამუშაო დღის წესრიგის შექმნა;
  • კონკურენტებთან ეფექტური მუშაობა;
  • "უფასო ნიუსის" გამომუშავება;
  • კრიზისების მართვა და პრევენცია;
  • ტრადიციული და ციფრული მედიის მეშვეოებით "გაყიდვადი" კონტენტის შექმნა

ლექტორის შესახებ

მაია სიხარულიძე მედიაში 10, საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით კი 20 წელია მუშაობს და სულ მალე ის „სმარტ აკადემიაში“ კომუნიკაციის, მედიის, რეპუტაციის, კრიზისების მართვის და მასთან მომიჯნავე სფეროთი დაინტერესებულ მსმენელს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს.

კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი:

კურსის წარმატებით დასრულების სერტიფიკატის მისაღებად სტუდენტმა უნდა მოაგროვოს მინიმუმ 70 ქულა კურსის მინიმუმ 90+ ქულაზე დასრულების შემთხვევაში, სტუდენტი დამატებით მიიღებს ლექტორის რეკომენდაციას, წერილობითი რეკომენდაციის მფლობელებს საშუალება ექნებათ, გაიარონ პრაქტიკა სმარტ აკადემიის პარტნიორ კომპანიებში

Course Details
Field
Marketing
Category
Marketing
Sessions
12
Duration
32
Weeks
Show
Learn More