ISTQB-ის საბაზისო გამოცდისთვის მოსამზადებელი ინტენსიური კურსი | Smart Academy | Temi Cloud
კურსები ▪ საჯარო ლექციები ▪ ვებინარები ▪ მასტერკლასები
Smart Academy
ISTQB-ის საბაზისო გამოცდისთვის მოსამზადებელი ინტენსიური კურსი
Tags
#ISTQB
Smart Academy
ISTQB-ის საბაზისო გამოცდისთვის მოსამზადებელი ინტენსიური კურსი
#ISTQB
Course Details
Field
QA
Category
QA
Sessions
14
Duration
37
Weeks
Show
Learn More

სასწავლო კურსის მიზნები

  • კურსის მიზანია სტუდენტი საფუძვლიანად მოამზადოს Certified Tester / ISTQB Foundation Level საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდისთვის.
  • კურსის მიზანია სტუდენტმა გაიაზროს და შეისწავლოს Certified Tester / ISTQB Foundation Level-ის სილაბუსი და შესაბამისი ტერმინები ISTQB Standard Glossary-დან.

**ვის შეუძლია კურსის გავლა? **

  • ნებისმიერ მსურველს, რომელიც დაინტერესებულია პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირებით, აქვს მინიმუმ 6 თვიანი პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერის პოზიციაზე და B2 Intermediate დონეზე ფლობს ინგლისურ ენას.
  • ნებისმიერ მსურველს, რომელიც დაინტერესებულია პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირებით, რომელსაც არა აქვს მინიმუმ 6 თვიანი პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერის პოზიციაზე, მაგრამ სმარტ აკადემიაში გავლილი აქვს ლელა გაბელაიას კურსი „ციფრული პროდუქტების ტესტირება“ და B2 Intermediate დონეზე ფლობს ინგლისურ ენას.

ლექტორის შესახებ

  • ლელას აქვს 13 წლიანი მუშაობის გამოცდილება IT სფეროში, როგორც ქართულ, ასევე უცხოურ კომპანიებში, კერძო და საჯარო სექტორებში სხვადასხვა პოზიციებზე.
  • ბოლო 9 წლის მანძილზე კი მუშაობს ციფრული პროდუქტების ხარისხის კონტროლის მენეჯერად. 2017-2019 წლებში ხელმძღვანელობდა პირველი სრულად ციფრული ბანკის Space საქართველოს და Space უზბეკეთის ხარისხის კონტროლის გუნდს.
  • ამჟამად ლელა ხელმძღვანელობს ხარისხის კონტროლის გუნდს საერთაშორისო კომპანია Webiz Georgia-ში.
  • პარალელურად, 2017 წლიდან უძღვება სალექციო კურსს პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირებაზე თსუ-სა და ჯიპა-ში.

კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი:

კურსის წარმატებით დასრულების სერტიფიკატის მისაღებად სტუდენტმა უნდა მოაგროვოს მინიმუმ 70 ქულა კურსის მინიმუმ 90+ ქულაზე დასრულების შემთხვევაში, სტუდენტი დამატებით მიიღებს ლექტორის რეკომენდაციას, წერილობითი რეკომენდაციის მფლობელებს საშუალება ექნებათ, გაიარონ სტაჟირება სმარტ აკადემიის პარტნიორ კომპანიებში

Course Details
Field
QA
Category
QA
Sessions
14
Duration
37
Weeks
Show
Learn More