Introduction to Front-End Development | Tbilisi School of Communication | Temi Cloud
Tbilisi School of Communication
Introduction to Front-End Development
Tags
#development
#frontend
#html
#css
#javascript
#beginner
Tbilisi School of Communication
Introduction to Front-End Development
#development
#frontend
#html
#css
#javascript
#beginner
Course Details
Field
Development
Category
Frontend
Sessions
24
Duration
72 Hours
Weeks
12
Show
Learn More

## კურსის აღწერა

კურსის ფარგლებში მოქმედებს შემდეგი პირობა: N1 კურსდამთავრებულს სწავლის გადასახადი სრულად დაუბრუნდება! N1 კურსდამთავრებულის შერჩევა მოხდება ფინალური გამოცდის ქულის მიხედვით.

ვებ დეველოპმენტი წარმოუდგენელია სამი ტექნოლოგიის გარეშე, რომელიც ვებ დეველოპმენტის ხერხემალს წარმოადგენს – HTML, CSS და JavaScript.

პროგრამის განმავლობაში აქცენტი გაკეთდება HTML მარქაფის ენის შესწავლაზე, CSS (CSS framework – bootstrap.) შესწავლასა და JavasCript- ის სიღრმისეულ მიმოხილვაზე, რაც შემდგომი განვითარებისთვის მოამზადებს კურსდამთავრებულებს.

კურსის გავლის შემდეგ შეგეძლება

  • HTML, CSS და Javascript ტექნოლოგიების გამოყენება
  • მცირე და საშუალო ზომის ვებ გვერდის აწყობა
  • Bootstrap-ის დახმარებით ვებ გვერდის აწყობა
  • Visual studio code-ის გამოყენება
  • საკუთარი იდეების რეალიზება და პროტოტიპის შექმნა
  • ახალი ტექნოლოგიების, framework-ების გარჩევა, შესწავლა და გამოყენება დამოუკიდებლად

# კურსდამთავრებულთა კლუბი

სკოლაში ფუნქციონირებს კურსდამთავრებულთა კლუბი, რომლის ფარგლებშიც გთავაზობთ მაქსიმალურ მხარდაჭერას კარიერულ წინსვლასა და განვითარებაში, რაც მოიცავს პარტნიორ კომპანიებში ექსკლუზიურ სამუშაო შეთავაზებებს, გარანტირებულ სტაჟირებებსა და კონსულტაციებს. ჩვენს პარტნიორ კომპანიებს შორის არიან: SweeftDigital, Omedia, Adjarabet, Liberty, Adjarasport, Space, GPI Holding, JWT Metro და სხვა.

# ვისთვის არის კურსი

კურსი განკუთვნილია დამწყები პროგრამისტებისთვის, რომლებსაც სურთ 0-დან ისწავლონ ვებ დეველოპმენტი ან/და გაიღრმავონ არსებული ცოდნა ამ სფეროში.

**#ლექტორი **

პროგრამის ლექტორი ბექა სანაიაა, რომელიც უკვე 5 წელია ვებ დეველოპმენტის სფეროშია. ამჟამად თიბისი ბანკში Angular დეველოპერის პოზიციაზე მუშაობს. ამ წლების განმავლობაში კი უმუშავია უამრავ მსხვილ პროექტზე სხვადასხვა უცხოურ თუ ქართულ კომპანიასთან. მათ შორის, ტურისტულ, სხვადასხვა მენეჯმენტ სისტემებსა და საბანკო სფეროს პროექტებზე.

#კურსი მოიცავს

კურსი მოიცავს ულიმიტო წვდომას გლობალურ მონაცემთა ბაზასთან WARC, რომლის მეშვეობითაც შეძლებ გაიღრმავო ცოდნა სხვადასხვა მიმართულებით. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი სფეროს წარმომადგენელი ხარ, WARC-ზე თითქმის ყველა ინდუსტრიიდან შეგიძლია იხილო სხვადასხვა ქეისები, სტატიები, მონაცემები, ტრენდები, ვებინარები, მინი კურსები და რეპორტები.

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ სტუდენტი მიიღებს ორენოვან სერტიფიკატს.

Course Details
Field
Development
Category
Frontend
Sessions
24
Duration
72 Hours
Weeks
12
Show
Learn More