IT Project Management | Tbilisi School of Communication | Temi Cloud
Tbilisi School of Communication
IT Project Management
Tags
#projectmanagement
#IT
#agile
#scrum
Tbilisi School of Communication
IT Project Management
#projectmanagement
#IT
#agile
#scrum
Course Details
Field
Product
Category
Agile Coach
Sessions
14
Duration
42
Weeks
7
Show
Learn More

კურსის აღწერა

ბოლო წლების განმავლობაში კომპანიები ცდილობენ ტექნოლოგიური მიმართულებით განვითარებას, რამაც ხელი შეუწყო IT პროფესიონალებზე, მათ შორის კი IT პროექტების მენეჯერებზე მოთხოვნის გაზრდა სხვადასხვა ბიზნეს ინდუსტრიისთვის.


PMI-ს გამოკითხვის მიხედვით, IT Project Management N1 პროფესიაა, რომელზე მოთხოვნაც ყველაზე სწრაფად იზრდება 33%-იანი მაჩვენებლით. საქართველოში კი IT პროექტების მენეჯერების საშუალო ყოველთვიური ანაზღაურება 5000₾-ია.


IT პროექტების მენეჯმენტი მოიცავს პროცესებს, რომელიც ხორციელდება ბიზნესის კონკრეტული მიზნების მისაღწევად. კურსი მოიცავს მეთოდოლოგიებს, რომელიც ამჟამად გამოიყენება IT პროექტების მართვის პროცესში. აქცენტი გაკეთდება Agile-ით პროექტის მართვის მიმდინარეობაზე Scrum Framework-ის მიხედვით, რომელსაც იყენებენ საქართველოს და მსოფლიოს ბაზარზე წამყვანი კომპანიები.

თითოეული ლექცია შეიცავს პრაქტიკულ ნაწილს, პროგრამის განმავლობაში ასევე სტუდენტები დაფარავენ პროექტის მართვის პრაქტიკულ მაგალითს.


კურსის გავლის შემდეგ შეგეძლება

  • თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გამოყენება IT პროექტების წარმატებულ მენეჯერად ჩამოყალიბებისთვის
  • პროექტის მენეჯმენტის ფუნდამენტური საკითხების პრაქტიკაში გამოყენება
  • პროექტის მენეჯერის როლის და პასუხისმგებლობების განსაზღვრა
  • Agile პროექტების Scrum Framework-ის მიხედვით მართვა
  • პროექტის ყველა სასიცოცხლო ციკლის მნიშვნელობის განსაზღვრა
  • ორგანიზაციული სტრუქტურისა / კულტურის ერთმანეთისგან გამიჯვნა და მისი გავლენის ანალიზი პროექტის მენეჯმენტზე
  • იმ უნარების განვითარება, რომელიც გამოგადგება ახლანდელ ან მომავალ დამსაქმებელთან


ვისთვის არის კურსი

კურსი განკუთვნილია ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც აინტერესებს IT პროექტების მენეჯმენტი. არ აქვს მნიშვნელობა ახლა იწყებს/აპირებს IT ინდუსტრიაში შემოსვლას, თუ უკვე დასაქმებულია და სურს უფრო სიღრმისეული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება გაიზიაროს ამ მიმართულებით.


კურსი მოიცავს

კურსი მოიცავს პრაქტიკაზე დაფუძნებულ სწავლებას, რაშიც იგულისმება დავალებები / სავარჯიშოები და ინდივიდუალური პროექტი.


პროგრამის განმავლობაში მიიღებ რჩევებსა და კონსულტაციებს კარიერული დაგეგმვის კუთხით. მისი წარმატებით დასრულების შემთხვევაში კი გექნება კარიერული მხარდაჭერა Commschool-ის პარტნიორი კომპანიებისგან, რაც გამოიხატება ექსკლუზიურ სამუშაო შემოთავაზებებსა და სტაჟირებაში.

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ სტუდენტი მიიღებს ორენოვან სერტიფიკატს.

Course Details
Field
Product
Category
Agile Coach
Sessions
14
Duration
42
Weeks
7
Show
Learn More