Introduction to Programming | Tbilisi School of Communication | Temi Cloud
Tbilisi School of Communication
Introduction to Programming
Tags
#programming
#computerscience
#.NET
#backend
#beginner
Tbilisi School of Communication
Introduction to Programming
#programming
#computerscience
#.NET
#backend
#beginner
Course Details
Field
Development
Category
Development
Sessions
24
Duration
72
Weeks
12
Show
Learn More

კურსის აღწერა

კურსის ფარგლებში მოქმედებს შემდეგი პირობა: N1 კურსდამთავრებულს სწავლის გადასახადი სრულად უბრუნდება! შენიშვნა: პირობა არ მოქმედებს სტუდენტებისთვის, რომლებიც ფინანსებიან ბიზნესის მხრიდან.


პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა დიდი და მრავლისმომცველი საკითხია, რომლის ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილი არის სასერვერო მხარის პროგრამირება. კურსი განიხილავს Back-End-ის შესწავლას 0-დან და მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან ასპექტებს, როგორიცაა Computer Science-ის საწყისები, მონაცემთა ბაზები, საჭირო ხელსაწყოები და ა.შ.


კურსის ფარგლებში შესასწავლად გამოვიყენებთ ისეთ პროგრამულ ენას, როგორიცაა C#. C# ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ენაა LinkedIn-ის მიხედვით, ხოლო C#-ის ფლობა ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი უნარია Upwork-ის კვლევის თანახმად.


C# კერძოდ .NET პლატფორმის დახმარებით, დღესდღეობით, უამრავი Enterpise დონის აპლიკაცია იქმნება. C#/.NET უკან უდგას ისეთი კომპანია, როგორიცაა Microsoft. .NET პლატფორმაზეა შექმნილი ცნობილი პროდუქტები: Stack Overflow, UPS ვებგვერდი და სხვა.


კურსის გავლის შემდეგ შეგეძლება

  • კომპიუტერული მეცნიერების თეორიის პრაქტიკაში გამოყენება
  • Software Development-ის საფუძვლების პრაქტიკაში გამოყენება
  • C# -ის როგორც პროგრამირების ენის დამოუკიდებლად გამოყენება
  • პატარა და საშუალო ზომის აპლიკაციების დამოუკიდებლად შექმნა .Net 5 -ზე
  • მონაცემთა ბაზებთან დამოუკიდებლად მუშაობა
  • Microsoft Visual Studio-ს გამოყენება
  • Microsoft SQL Server-ის გამოყენება
  • WEB API-ს შექმნა და მასთან მუშაობა
  • აპლიკაციის შემუშავებისას საუკეთესო მიდგომების და სტანდარტების არჩევა


ვისთვის არის კურსი

კურსი განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც სურთ 0-დან ისწავლონ პროგრამირება და Back-end Development C# ბაზაზე. მათთვის, ვისაც საერთოდ არ ჰქონია შეხება კომპიუტერულ მეცნიერებასთან ან/და მინიმალური ცოდნა გააჩნიათ ამ მიმართულებით.


კურსი მოიცავს

კურსი მოიცავს ულიმიტო წვდომას გლობალურ მონაცემთა ბაზასთან WARC, რომლის მეშვეობითაც შეძლებ გაიღრმავო ცოდნა სხვადასხვა მიმართულებით. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი სფეროს წარმომადგენელი ხარ, WARC-ზე თითქმის ყველა ინდუსტრიიდან შეგიძლია იხილო სხვადასხვა ქეისი, სტატიები, მონაცემები, ტრენდები, ვებინარები, მინი კურსები და რეპორტები.


კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ სტუდენტი მიიღებს ორენოვან სერტიფიკატს.

Course Details
Field
Development
Category
Development
Sessions
24
Duration
72
Weeks
12
Show
Learn More