აქ. ახლა

TBC
Database Developer
Tags
#Middle
#Remote
#MSSQL
#DWH
TBC
Database Developer
#Middle
#Remote
#MSSQL
#DWH
ეჯაილ გუნდში ვეძებთ მონაცემთა ბაზის დეველოპერს.
შენ მოხვდები გუნდში, რომელიც მუშაობს საინტერესო და მასშტაბურ პროექტებზე, გექნება სრული შემოქმედებითი თავისუფლება იმისთვის, რომ გადაჭრა რთული და საინტერესო ბიზნეს და ტექნოლოგიური ამოცანები;
ვის ვეძებთ:
- თუ ხარ ენერგიული, მოტივირებული და დაკვირვებული;
- გიყვარს პრობლემების იდენტიფიცირება და ახლი გადაწყვეტების შექმნა;
- გაქვს რელაციურ მონაცემთა ბაზებთან მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (სასურველია Microsoft SQL Server);
- გაქვს ანალიტიკური მონაცემთა მოდელების და სტრუქტურების პროექტირების და შექმნის გამოცდილება;
- გაქვს ETL პროცესების და პაკეტების აწყობის გამოცდილება (სასურველია Microsoft SQL Server Integration Services (SSIS));
- არ გეშინია გამოწვევებისა და სიახლეების;
- შეძლებ იმუშაო თვითორგანიზებულ გუნდებთან ერთად.
რას გააკეთებ?
- ეჯაილ გუნდთან ერთად მონაწილეობას მიიღებ ბიზნეს მოთხოვნების და ამოცანების ანალიზში;
- მონაწილეობას მიიღებ ანალიტიკური მონაცემთა მოდელების და სტრუქტურების პროექტირებაში და შექმნაში;
- განავითარებ ახალ და არსებულ მონაცემთა ბაზებს, Data mart-ებს, ETL პროცესებს და პაკეტებს;
- მონაწილეობას მიიღებ ანალიტიკური რეპორტების შექმნასა და განვითარებაში;
- მხარს დაუჭერ პროგრამული ცვლილებების ტესტირებას;
- მონაწილეობას მიიღებ გუნდის საერთო რესურსების, დეველოპმენტის პრინციპების და მიდგომების განვითარებაში.
კარგი იქნება რომ გქონდეს:
- Data Warehouse-ის დეველოპმენტის პრინციპების და კონცეფციების ცოდნა;
- SQL Server Reporting Services (SSRS)-თან მუშაობის გამოცდილება;
- SQL Server Analysis Services (SSAS)-თან მუშაობის გამოცდილება;
- Microsoft Power BI-თან მუშაობის გამოცდილება.