აქ. ახლა

TBC
Integration Developer
Tags
#Middle
#Remote
#C#
#.NET
TBC
Integration Developer
#Middle
#Remote
#C#
#.NET
ეჯაილ გუნდში ვეძებთ ინტეგრაციების დეველოპერს.
შენ მოხვდები გუნდში, რომელიც მუშაობს საინტერესო და მასშტაბურ პროექტებზე, გექნება სრული შემოქმედებითი თავისუფლება იმისთვის, რომ გადაჭრა რთული და საინტერესო ბიზნეს და ტექნოლოგიური ამოცანები;
ვის ვეძებთ:
- თუ ხარ ენერგიული, მოტივირებული და დაკვირვებული;
- გიყვარს პრობლემების იდენტიფიცირება და ახლი გადაწყვეტების შექმნა;
- გაქვს XML-თან (XML/XSD, XSLT/XPath) და სორს კონტროლის სისტემებთან (Git, SVN) მუშაობის გამოცდილება;
- გაქვს ვებ პროტოკოლების ცოდნა;
- გაქვს კარგი ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარი;
- არ გეშინია გამოწვევების და სიახლეების;
- შეძლებ იმუშაო თვითორგანიზებულ გუნდებთან ერთად.
რას გააკეთებ?
- ეჯაილ გუნდთან ერთად მონაწილეობას მიიღებ ბიზნეს მოთხოვნებისა და ამოცანების ანალიზში;
- შექმნი სინქრონულ და ასინქრონულ საინტეგრაციო სერვისებს და არსებულში ცვლილებას შეიტან;
- შექმნი Event-ების მიღების, დამუშავებისა და დისტრიბუციის გადაწყვეტილებებს;
- განახორციელებ საინტეგრაციო გადაწყვეტილებების იმპელემტაციას TIBCO BusinessWorks (ESB) და Google Apigee პლატფორმებზე;
- გააკეთებ ინტეგრაციების პროცესების ოპტიმიზაციას, მაღალი წარმადობის, მდგრადობის, ცვლილებების მიმართ მოქნილობის გათვალისწინებით;
- მონაწილეობას მიიღებ ინტეგრაციების არქიტექტურის შემუშავებასა და ცვლილებაში;
- მონაწილეობას მიიღებ Continuous integration და Continuous deployment პროცესების აწყობაში;
- მონაწილეობას მიიღებ გუნდის საერთო რესურსების, ბიბლიოთეკების, დეველოპმენტის პრინციპებისა და მიდგომების განვითარებაში.
კარგი იქნება რომ გქონდეს:
- ინტეგრაციების არქიტექტურის შემუშავების პრინციპების ცოდნა და დეველოპმენტში მათი გამოყენების გამოცდილება, როგორებიცაა სერვისზე ორიენტირებული არქიტექტურა (SOA), Event-driven არქიტექტურა, მიკროსერვისები და სხვ;
- რელაციურ ბაზებთან მუშაობის გამოცდილება (Microsoft SQL Server);
- Java ან C# (.Net framework) ცოდნა და გამოცდილება.