ბიზნეს ანალიტიკოსი (POS გადახდების გუნდი) | TBC Pay | Tech Talent
Guest
Inactive
RegisterLogin
JobsCompaniesCoursesEducation
About
Language
გადაიხადე სწრაფად და მარტივად
TBC Pay
ბიზნეს ანალიტიკოსი (POS გადახდების გუნდი)
Tags
#Remote
#POS
#businessanalyst
TBC Pay
ბიზნეს ანალიტიკოსი (POS გადახდების გუნდი)
#Remote
#POS
#businessanalyst
Field
Product
Category
Business Analyst
Location
Remote
Commitment
Full-time
Seniority
Unspecified
Show
Apply Now

თიბისი ფეიში ვეძებთ POS გადახდების განვითარების გუნდის ბიზნეს ანალიტიკოსს. შენ, როგორც ბიზნეს ანალიტიკოსი, პასუხისმგებელი იქნები ძალიან საინტერესო პროცესებში გადაჭრა რთული ბიზნეს და ტექნოლოგიური ამოცანები. შენ იქნები კომპანიის ბიზნეს ამოცანებზე ორიენტირებული გუნდის წევრი, რომელიც უახლოესი ტექნოლოგიებით ცდილობს გაამარტივოს მომხმარებლის ცხოვრება.

შენი ძირითადი საქმიანობა იქნება:

  • უშუალო მონაწილეობა ახალი პროდუქტის (POS ტერმინალების ინტეგრაცია) შემუშავების და დანერგვის პროცესში;
  • ბიზნეს პროცედურების აღწერა და დიზაინი;
  • დეტალური სამუშაო გეგმის მომზადება, წარმოდგენა და დოკუმენტირება;
  • ბიზნეს მოთხოვნების საფუძველზე ტექნიკური ამოცანების მომზადება და თითოეულ ეტაპზე გუნდის მხარდაჭერა;
  • POS ტერმინალების ინტეგრაციის შემდეგ, ტესტ-ქეისების ჩამოყალიბებაში მონაწილეობა;
  • მჭიდრო კომუნიკაცია და ურთიერთობა გუნდის სხვა წევრებთან და ბიზნესის წარმომადგენლებთან;
  • სისტემის დანერგვის ან მოდიფიკაციის პროექტებში მონაწილეობის მიღება;
  • სისტემაში ახალი ტრანზაქციების და რეპორტინგის საჭიროების შესწავლა და მათი ანალიზი;
  • ტექნიკური დავალებების მომზადება;
  • სისტემის მომხმარებლების ფუნქციონალური მხარდაჭერა, წარმოქმნილი პრობლემების ანალიზი, ოპერატიულად და მიზანმიმართულად მათი გადაჭრა;

უნარები და გამოცდილება რაც გჭირდება პოზიციისთვის:

  • სისტემურ ან ბიზნეს ანალიტიკოსად მუშაობის გამოცდილება;
  • ბიზნეს პროცესების ანალიზისა და მოდელირების გამოცდილება.
  • ბიზნეს ამოცანების დოკუმენტირებისა და ვიზუალიზაციის გამოცდილება.
  • აუცილებელია საბანკო ან გადახდების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • აუცილებელია ექვაირინგის, გადახდების კუთხით მუშაობის გამოცდილება;
  • POS მოწყობილობების ინტეგრაციის გამოცდილება;
  • JIRA-სთან მუშაობის გამოცდილება;
  • გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;

სასურველია თუ გაქვთ:

  • პროცესების მოდელირების ინსტრუმენტებთან მუშაობის გამოცდილება;
  • სხვადასხვა კომპლექსურ პროექტებში ბიზნეს ანალიტიკოსის როლში მუშაობის გამოცდილება;
  • მონაცემთა ბაზების და კოდირების ენების საფუძვლების ცოდნა;
  • კრიტიკული აზროვნება;
  • პრობლემების გადაჭრის უნარი;
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • სიახლეების ათვისების უნარი;
  • გუნდურობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან.

Field
Product
Category
Business Analyst
Location
Remote
Commitment
Full-time
Seniority
Unspecified
Show
Apply Now