გადაიხადე სწრაფად და მარტივად

TBC Pay
UX/UI Designer
Tags
#Junior
#Tbilisi
#UX
#UI
#Designer
TBC Pay
UX/UI Designer
#Junior
#Tbilisi
#UX
#UI
#Designer
თიბისი ფეიში ვეძებთ კრეატიულ UX/UI დიზაინერს. შენ, როგორც UX/UI დიზაინერი, პასუხისმგებელი იქნები ჩვენი 1 მილიონზე მეტი მომხმარებლისთვის საუკეთესო გამოცდილების შექმნაზე, რაც ამ როლს კომპანიისთვის უდიდეს მნიშვნელობას სძენს. შენ იქნები მომხმარებელზე ორიენტირებული გუნდის წევრი, რომელიც უახლესი ტექნოლოგიებით ცდილობს გაამარტივოს მომხმარებლის ცხოვრება.
შენი ძირითადი საქმიანობა იქნება:
- თვითმომსახურების ტერმინალების web და mobile აპლიკაციების დიზაინი;
- მომხმარებლებისგან მუდმივი უკუკავშირის მიღება და ამ უკუკავშირის საფუძველზე პროდუქტის მუდმივი გაუმჯობესება;
- ახალი იდეების მომხმარებელზე ტესტირება სხვადასხვა ანალიტიკური ინსტრუმენტების მართვა და მუდმივი მონიტორინგი;
- პროექტის გუნდთან ერთად მომხმარებელზე ორიენტირებული, მარტივი და ინტუიტიური გადაწყვეტილების პოვნა.
უნარები და გამოცდილება რაც გჭირდება ამ პოზიციაზე:
- ვეძებთ, როგორც გამოცდილ, ასევე, დამწყებ UX/UI დიზაინერს;
- Sketch, XD, Photoshop, Illustrator ან სხვა მსგავსი სისტემებით მუშაობა;
- Sketching, Wireframing, Prototyping უნარები;
- მომხმარებელზე და პრობლემების გადაჭრაზე ორიენტირებული აზროვნება;
- კარგად განვითარებული კომუნიკაციის, ახსნის უნარი;
- Web და Mobile დიზაინის თანამედროვე ტრენდების/ენების/გაიდლაინების ცოდნა;
- კრიტიკული აზროვნება, დეტალებზე ორიენტაცია;
- Hotjar/Google Analystics/Firebase ანალიტიკური სისტემების ცოდნა;
- უპირატესობა მოგენიჭება თუ გაქვს საბაზისო ანალიტიკური ცოდნა (HTML, CSS...)
სამუშაო პირობები:
- სამუშაო განაკვეთი: სრული
- სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი
- ანაზღაურება: შეთანხმებით (გამოცდილებისა და კომპეტენციის მიხედვით)
საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან.