
სფეისის გუნდში ვეძებთ უმცროს დეველოპერს ტესტირების ავტომატიზაციის ინჟინრის პოზიციაზე. შენ მოხვდები გუნდში, რომელიც მუშაობს ყველაზე საინტერესო და მასშტაბურ ინოვაციურ პროექტებზე ქართული და საერთაშორისო ბაზრებისთვის. გექნება სრული შემოქმედებითი თავისულება იმისთვის, რომ გადაჭრა რთული და ამავდროულად ძალიან საინტერესო ბიზნეს და ტექნოლოგიური ამოცანები.
ჩვენს შესახებ
ჩვენ ვართ ახალგაზრდა, მიზანდასახული, ცოტა არაორდინარული გუნდი, რომელსაც სჯერა, რომ დროა, არსებობდეს ტრადიციული და მოძველებული ბანკინგის ალტერნატივა. სწორედ ამიტომ შევქმენით სფეისი - პირველი ციფრული ბანკი საქართველოში, რომლის მიზანია ინოვაციებით, ტექნოლოგიებით და დიზაინით გააუმჯობესოს საბანკო სერვისებით სარგებლობის გამოცდილება.
ვის ვეძებთ
თუ ხარ ცნობისმოყვარე, ენერგიული, მოტივირებული. გიყვარს რთული სისტემების დაგეგმვა და შექმნა, მუდმივად ხარ თანამედროვე ტექნოლოგიების და ტრენდების საქმის კურსში, მზად ხარ დაუღალავი შრომისთვის, მაშინ მოემზადე კოსმოსში მოგზაურობისთვის!
შენ:
- იქნები თვითორგანიზებული, ეჯაილ გუნდის ნაწილი
- მონაწილეობას მიიღებ ინოვაციური ბიზნეს პროდუქტებისა და ტექნიკური გადაწყვეტილებების შექმნაში
- შექმნი ავტომატური ტესტების სისტემას
- მონაწილეობას მიიღებ gray და black box ტესტირებაში
- დაწერ ტესტირების გეგმას და Test Case-ებს ბიზნეს პროცესებისა და პროდუქტის ფუნქციონალის გასატესტად
- ჩაერთვები პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპმენტის სრულ პროცესში (SDLC)
პოზიციისთვის მნიშვნელოვანია:
- პროგრამული ენები ცოდნა: Java ან C#
- Python-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
- API სერვისებთან მუშაობის პრინციპების ცოდნა