ინტრაპრენერი | Qarva | Temi Cloud
The Best TV Experience
Qarva
ინტრაპრენერი
Tags
#Middle
#Tbilisi
#business analyst
#product
#project
Qarva
ინტრაპრენერი
#Middle
#Tbilisi
#business analyst
#product
#project
Field
Product
Category
Product Manager
Location
Tbilisi
Commitment
Full-time
Seniority
Middle
Show
Apply Now

კომპანიის შესახებ:

ინოვაციების კომპანია Qarva ქმნის სატელევიზიო პროგრამულ უზრუნველყოფას და უკვე 15 წელზე მეტია ოპერირებს როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.
Qarva-ს წარმატებული და ცნობილი სატელევიზიო პროგრამული უზრუნველყოფის პროექტი საქართველოში წარმოდგენილია SilkTV-ის სახით.
2017 წელს ლონდონში Qarva-ს ტექნოლოგია, მულტიპაიპი, წარდგენილი და დაჯილდოვებული იყო როგორც საუკეთესო სტრიმინგის ინოვაციური ტექნოლოგია. 2018 წლიდან Qarva გახდა DVB (DVB – Digital Video Broadcasting - https://dvb.org) კონსორციუმის წევრი.

## ვეძებთ ინტრაპრენერს! - პროდუქტების განვითარების მიმართულებით

ინტრაპრენერი არის თანამშრომელი, რომლის მოვალეობაში შედის ინოვაციური იდეების განვითარება ქარვას პროდუქტების მიმართულებით. ამ პოზიციაზე ვეძებთ დამწყებ კანდიდატებს, რომლებსაც აინტერესებთ თანამედროვე ტექნოლოგიები და ინოვაციები. ქარვაში შესაძლებლობა გექნებათ ისწავლოთ, განვითარდეთ და დაწინაურდეთ თქვენთვის სასურველი მიმართულებით.

ინტრაპრენერის პოზიცია მოიცავს შემდეგ მოვალეობებს:

• ინოვაციური იდეების გენერირება/მოკვლევა/მოძიება • ახალი პროდუქტის განვითარების გეგმისა და სტრატეგიის შედგენაში მონაწილეობის მიღება • პროდუქტის მოკლევადიანი და გრძელვადიანი KPI-ს (ძირითადი შესრულების ინდიკატორი) განსაზღვრაში მონაწილეობის მიღება • პროდუქციის განვითარების პროცესების კოორდინაცია კომპანიის სტრატეგიის შესაბამისად • პროდუქტის შეფუთვა და დოკუმენტაცია • კლიენტებისთვის და პარტნიორებისთვის პროდუქტის მომზადება და პრეზენტაცია • მოლაპარაკებები კლიენტებთან და პარტნიორებთან.

**ამ პოზიციაზე სასურველია: **

• პროდუქტის/პროექტების მენეჯერად ან ბიზნეს ანალიტიკოსად მუშაობის გამოცდილება (ციფრული პროდუქტების მიმართულებით) • გუნდის მართვის გამოცდილება • ციფრული ტექნოლოგიების მიმართ ინტერესი • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა, გამართული კომუნიკაციის და წერითი უნარი.

**როგორი უნარ-ჩვევები უნდა გქონდეს რომ გახდე Qarv-ელი? **

  • ანალიტიკური აზროვნება
  • დისციპლინირებულობა
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • საქმეზე ორიენტირებულობა

**როგორი გამოცდილება იქნება შენთვის ქარვაში მუშაობა? **

  • კომფორტული, მეგობრული გარემო
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობა
  • მხარდამჭერი გუნდი
  • მდიდარი ორგანიზაციული კულტურა
  • ყოველდღიური ლანჩი
  • ჯანმრთელობის დაზღვევა

ანაზღაურება: ინდივიდუალური შეთანხმების საფუძველზე. სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00 საათიდან 19:00 საათამდე 1 საათიანი შესვენებით. სამუშაო ადგილი: ი.გამყრელიძის №3.

გადმოგვიგზავნე რეზიუმე HR@qarva.com და სათაურში სასურველი პოზიციის მითითება არ დაგავიწყდეს!

წარმატებები!

Field
Product
Category
Product Manager
Location
Tbilisi
Commitment
Full-time
Seniority
Middle
Show
Apply Now