C/C++ Developer | Qarva | Tech Talent
Guest
Inactive
RegisterLogin
JobsCompaniesCoursesEducation
About
Language
The Best TV Experience
Qarva
C/C++ Developer
Tags
#Middle
#Tbilisi
#senior
#c
#c++
Qarva
C/C++ Developer
#Middle
#Tbilisi
#senior
#c
#c++
Field
Development
Category
Development
Location
Tbilisi
Commitment
Full-time
Seniority
Middle
Show

კომპანიის შესახებ:

ინოვაციების კომპანია Qarva ქმნის სატელევიზიო პროგრამულ უზრუნველყოფას და უკვე 15 წელზე მეტია ოპერირებს როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე. Qarva-ს წარმატებული და ცნობილი სატელევიზიო პროგრამული უზრუნველყოფის პროექტი საქართველოში წარმოდგენილია SilkTV-ის სახით. 2017 წელს ლონდონში Qarva-ს პროდუქტი, მულტიპაიპი, წარდგენილი და დაჯილდოვებული იყო როგორც საუკეთესო სტრიმინგის ინოვაციური ტექნოლოგია. 2018 წლიდან Qarva გახდა DVB (DVB – Digital Video Broadcasting - https://dvb.org)-ის წევრი.

ვეძებთ გუნდის ახალ წევრს - C/C++ დეველოპერის პოზიციაზე

Qarva-ში შესაძლებლობა გექნებათ ისწავლოთ, განვითარდეთ და დაწინაურდეთ თქვენთვის სასურველი მიმართულებით.

რას ველოდებით C/C++ დეველოპერისგან?

  • სხვადასხვა მოდულების დანერგვა/ოპტიმიზაცია
  • ხარვეზების და შემაფერხებელი ფაქტორების გამოვლენა, ინტეგრაციის პრობლემების გადაჭრა
  • სხვადასხვა პრობლემის გადაწყვეტის შეთავაზება და დანერგვა
  • გუნდის მხარდაჭერა კოდის ხარისხის შენარჩუნებაში
  • კოდის ავტომატიზაციის და ხარისხის შენარჩუნება

ამ პოზიციაზე დაგჭირდება:

  • გამოცდილება C/C++ დეველოპმენტში მინიმუმ ორი წელი
  • Git- თან და კოდის ვერსიულობის ხელსაწყოებთან მუშაობის გამოცდილება
  • nix სისტემური დეველოპმენტის გამოცდილება
  • მაღალი დონის ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
  • ენების ხელსაწყოების ცოდნა მაგ: Valgrind, GDB და ა.შ.

როგორი უნარ-ჩვევები უნდა გქონდეს რომ გახდე Qarv-ელი?

  • ანალიტიკური აზროვნება
  • დისციპლინირებულობა
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • საქმეზე ორიენტირებულობა

როგორი გამოცდილება იქნება შენთვის ქარვაში მუშაობა?

  • კომფორტული, მეგობრული გარემო
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობა
  • მხარდამჭერი გუნდი
  • მდიდარი ორგანიზაციული კულტურა
  • ყოველდღიური ლანჩი
  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • Fitpass

ანაზღაურება: ცოდნისა და გამოცდილების მიხედვით, ინდივიდუალური შეთანხმების საფუძველზე.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00 საათიდან 19:00 საათამდე 1 საათიანი შესვენებით. სამუშაო ადგილი: ი.გამყრელიძის №3

გადმოგვიგზავნე რეზიუმე HR@qarva.com და სათაურში სასურველი პოზიციის მითითება არ დაგავიწყდეს ;)

წარმატებები!

Field
Development
Category
Development
Location
Tbilisi
Commitment
Full-time
Seniority
Middle
Show