სისტემის ადმინისტრატორი | Qarva | Tech Talent
Guest
Inactive
RegisterLogin
JobsCompaniesEducation
About
Language
The Best TV Experience
Qarva
სისტემის ადმინისტრატორი
Tags
#Senior
#Tbilisi
#SysAdmin
#Linux
#Docker
Qarva
სისტემის ადმინისტრატორი
#Senior
#Tbilisi
#SysAdmin
#Linux
#Docker
Field
Operations
Category
System Administrator
Location
Tbilisi
Commitment
Full-time
Seniority Level
Senior
Show
Apply

კომპანიის შესახებ:

ინოვაციების კომპანია Qarva ქმნის სატელევიზიო პროგრამულ უზრუნველყოფას და უკვე 15 წელზე მეტია ოპერირებს როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე. Qarva-ს წარმატებული და ცნობილი სატელევიზიო პროგრამული უზრუნველყოფის პროექტი საქართველოში წარმოდგენილია SilkTV-ის სახით. 2017 წელს ლონდონში Qarva-ს პროდუქტი, მულტიპაიპი, წარდგენილი და დაჯილდოვებული იყო როგორც საუკეთესო სტრიმინგის ინოვაციური ტექნოლოგია. 2018 წლიდან Qarva გახდა DVB (DVB – Digital Video Broadcasting - https://dvb.org)-ის წევრი.

ვეძებთ გუნდის ახალ წევრს - სისტემის ადმინისტრატორის პოზიციაზე

Qarva-ში შესაძლებლობა გექნებათ ისწავლოთ, განვითარდეთ და დაწინაურდეთ თქვენთვის სასურველი მიმართულებით.

ამ პოზიციაზე დაგჭირდება:

  • ლინუქსის ბაზაზე დაფუძნებულ ოპერაციულ სისტემებთან მუშაობის სოლიდური გამოცდილება
  • საქსელო ინფრასტრუქტურის საბაზისო ცოდნა
  • კონტეინერებთან (Docker) და ვირტუალიზაციასთან მუშაობის გამოცდილება

სასურველია იცოდე:

  • სხვადასხვა მწარმოებლების სერვერული არქიტექტურა
  • სხვადასხვა მწარმოებლის სტორიჯების ინსტალაცია/კონფიგურირება
  • მონიტორინგის სისტემების ინსტალაცია და კონფიგურაცია საბაზისო დონეზე
  • განახლებებისა და სისტემის კონფიგურაციის ცვლილებების დოკუმენტირება
  • სისტემური ლოგების კონტროლი და ანალიზი

როგორი უნარ-ჩვევები უნდა გქონდეს რომ გახდე Qarv-ელი?

  • დისციპლინირებულობა
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • საქმეზე ორიენტირებულობა

როგორი გამოცდილება იქნება შენთვის ქარვაში მუშაობა?

  • კომფორტული, მეგობრული გარემო
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობა
  • მხარდამჭერი გუნდი
  • მდიდარი ორგანიზაციული კულტურა
  • ყოველდღიური ლანჩი
  • ჯანმრთელობის დაზღვევა

ანაზღაურება:

  • ცოდნისა და გამოცდილების მიხედვით, ინდივიდუალური შეთანხმების საფუძველზე.

სამუშაო გრაფიკი:

ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00 საათიდან 19:00 საათამდე 1 საათიანი შესვენებით.

გადმოგვიგზავნე რეზიუმე HR@qarva.com და სათაურში სასურველი პოზიციიის მითითება არ დაგავიწყდეს. წარმატებები!

Field
Operations
Category
System Administrator
Location
Tbilisi
Commitment
Full-time
Seniority Level
Senior
Show
Apply