პროდუქტების მენეჯერი | Qarva | Tech Talent
Guest
Inactive
RegisterLogin
JobsCompaniesCoursesEducation
About
Language
The Best TV Experience
Qarva
პროდუქტების მენეჯერი
Tags
#Senior
#Tbilisi
Qarva
პროდუქტების მენეჯერი
#Senior
#Tbilisi
Field
Product
Category
Product Manager
Location
Tbilisi
Commitment
Full-time
Seniority
Senior
Show
Apply Now

კომპანიის შესახებ:

ინოვაციების კომპანია Qarva ქმნის სატელევიზიო პროგრამულ უზრუნველყოფას და უკვე 15 წელზე მეტია ოპერირებს როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.
Qarva-ს წარმატებული და ცნობილი სატელევიზიო პროგრამული უზრუნველყოფის პროექტი საქართველოში წარმოდგენილია SilkTV-ის სახით.
2017 წელს ლონდონში Qarva-ს ტექნოლოგია, მულტიპაიპი, წარდგენილი და დაჯილდოვებული იყო როგორც საუკეთესო სტრიმინგის ინოვაციური ტექნოლოგია. 2018 წლიდან Qarva გახდა DVB (DVB – Digital Video Broadcasting - https://dvb.org) კონსორციუმის წევრი.

ვეძებთ გუნდის ახალ წევრს - პროდუქტების მენეჯერის პოზიციაზე

Qarva-ში შესაძლებლობა გექნებათ ისწავლოთ, განვითარდეთ და დაწინაურდეთ თქვენთვის სასურველი მიმართულებით.

პროდუქტების მენეჯერის პოზიცია მოიცავს შემდეგ მოვალეობებს:

  • ახალი პროდუქტების განვითარების გეგმისა და სტრატეგიის შედგენა
  • პროდუქტების მოკლევადიანი და გრძელვადიანი KPI-ს (ძირითადი შესრულების ინდიკატორი) განსაზღვრა
  • პროდუქციის განვითარების პროცესების კოორდინაცია კომპანიის სტრატეგიის შესაბამისად
  • პროდუქტების შეფუთვა და დოკუმენტაცია
  • კლიენტებისთვის და პარტნიორებისთვის პროდუქტების მომზადება და პრეზენტაცია
  • ფასების პოლიტიკის შემუშავება
  • მოლაპარაკებები კლიენტებთან და პარტნიორებთან.

ამ პოზიციაზე დაგჭირდება:

  • პროდუქტების/პროექტების მენეჯერად მუშაობის გამოცდილება (ციფრული პროდუქტების მიმართულებით)
  • გუნდის მართვის გამოცდილება
  • სასურველია ტექნიკური განათლება
  • ინგლისური ენის ცოდნა, გამართული კომუნიკაციის და წერითი უნარი

როგორი უნარ-ჩვევები უნდა გქონდეს რომ გახდე Qarv-ელი?

  • ანალიტიკური აზროვნება
  • დისციპლინირებულობა
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • საქმეზე ორიენტირებულობა

როგორი გამოცდილება იქნება შენთვის ქარვაში მუშაობა?

  • კომფორტული, მეგობრული გარემო
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობა
  • მხარდამჭერი გუნდი
  • მდიდარი ორგანიზაციული კულტურა
  • ყოველდღიური ლანჩი
  • ჯანმრთელობის დაზღვევა

ანაზღაურება: ცოდნისა და გამოცდილების მიხედვით, ინდივიდუალური შეთანხმების საფუძველზე. სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00 საათიდან 19:00 საათამდე 1 საათიანი შესვენებით. სამუშაო ადგილი: ი.გამყრელიძის №3.

გადმოგვიგზავნე რეზიუმე HR@qarva.com და სათაურში სასურველი პოზიციის მითითება არ დაგავიწყდეს!

წარმატებები!

Field
Product
Category
Product Manager
Location
Tbilisi
Commitment
Full-time
Seniority
Senior
Show
Apply Now