პროექტების მენეჯერი | Qarva | Tech Talent
Guest
Inactive
RegisterLogin
JobsCompaniesEducation
About
Language
The Best TV Experience
Qarva
პროექტების მენეჯერი
Tags
#Middle
#Tbilisi
#Project
#Manager
#Jira
#IT
Qarva
პროექტების მენეჯერი
#Middle
#Tbilisi
#Project
#Manager
#Jira
#IT
Field
Product
Category
Project Manager
Location
Tbilisi
Commitment
Full-time
Seniority
Middle
Show

კომპანიის შესახებ:

ინოვაციების კომპანია Qarva ქმნის სატელევიზიო პროგრამულ უზრუნველყოფას და უკვე 15 წელზე მეტია ოპერირებს როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე. Qarva-ს წარმატებული და ცნობილი სატელევიზიო პროგრამული უზრუნველყოფის პროექტი საქართველოში წარმოდგენილია SilkTV-ის სახით. 2017 წელს ლონდონში Qarva-ს პროდუქტი, მულტიპაიპი, წარდგენილი და დაჯილდოვებული იყო როგორც საუკეთესო სტრიმინგის ინოვაციური ტექნოლოგია. 2018 წლიდან Qarva გახდა DVB (DVB – Digital Video Broadcasting - https://dvb.org)-ის წევრი.

ვეძებთ გუნდის ახალ წევრს - პროექტების მენეჯერის პოზიციაზე

Qarva-ში შესაძლებლობა გექნებათ ისწავლოთ, განვითარდეთ და დაწინაურდეთ თქვენთვის სასურველი მიმართულებით.

პროექტების მენეჯერის პოზიცია მოიცავს შემდეგ მოვალეობებს:

  • პროექტების დაგეგმვის სამუშაოების კოორდინაცია ყველა საჭირო პირის მონაწილეობით, ვადების, ადამიანური თუ სხვა რესურსების და სხვა საჭირო კომპონენტების დეტალიზაციით
  • პროექტის ვადების მიხედვით შესრულების კონტროლი, გეგმიდან გადაცდომების დროული გამოვლენა და რეაგირება
  • პროექტების მიმდინარეობის შესახებ ანგარიშგების სისტემის დანერგვა და ანგარიშების მუდმივად წარმოების უზრუნველყოფა
  • პროექტების ვადების დარღვევის ან რესურსების არასაკმარისობის შემთხვევებზე/საფრთხეებზე შესაბამისი პირების ინფორმირება და დროული რეაგირების უზრუნველყოფა
  • რეპორტინგი ხელმძღვანელთან

ამ პოზიციაზე დაგჭირდება:

  • პროექტის მენეჯერად მუშაობის გამოცდილება (IT პროექტების მიმართულებით)
  • პროექტების მართვის ინსტრუმენტების ცოდნა (Jira)
  • ინგლისური ენის ცოდნა, გამართული კომუნიკაციის და წერითი უნარი

როგორი უნარ-ჩვევები უნდა გქონდეს რომ გახდე Qarv-ელი?

  • ანალიტიკური აზროვნება
  • დისციპლინირებულობა
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • საქმეზე ორიენტირებულობა

როგორი გამოცდილება იქნება შენთვის ქარვაში მუშაობა?

  • კომფორტული, მეგობრული გარემო
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობა
  • მხარდამჭერი გუნდი
  • მდიდარი ორგანიზაციული კულტურა
  • ყოველდღიური ლანჩი
  • ჯანმრთელობის დაზღვევა

ანაზღაურება:

ცოდნისა და გამოცდილების მიხედვით, ინდივიდუალური შეთანხმების საფუძველზე.

სამუშაო გრაფიკი:

ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00 საათიდან 19:00 საათამდე 1 საათიანი შესვენებით.

სამუშაო ადგილი: ი.გამყრელიძის №3

გადმოგვიგზავნე რეზიუმე HR@qarva.com და სათაურში სასურველი პოზიციის მითითება არ დაგავიწყდეს!

წარმატებები!

Field
Product
Category
Project Manager
Location
Tbilisi
Commitment
Full-time
Seniority
Middle
Show