ქსელის ადმინისტრატორი | Qarva | Tech Talent
Guest
Inactive
RegisterLogin
JobsCompaniesCoursesEducation
About
Language
The Best TV Experience
Qarva
ქსელის ადმინისტრატორი
Tags
#Tbilisi
#CISCO
#FIREWALL
#Linux
#Network
#Administrator
Qarva
ქსელის ადმინისტრატორი
#Tbilisi
#CISCO
#FIREWALL
#Linux
#Network
#Administrator
Field
Operations
Category
Network Administrator
Location
Tbilisi
Commitment
Full-time
Seniority
Unspecified
Show

კომპანიის შესახებ:

ინოვაციების კომპანია Qarva ქმნის სატელევიზიო პროგრამულ უზრუნველყოფას და უკვე 15 წელზე მეტია ოპერირებს როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე. Qarva-ს წარმატებული და ცნობილი სატელევიზიო პროგრამული უზრუნველყოფის პროექტი საქართველოში წარმოდგენილია SilkTV-ის სახით. 2017 წელს ლონდონში Qarva-ს პროდუქტი, მულტიპაიპი, წარდგენილი და დაჯილდოვებული იყო როგორც საუკეთესო სტრიმინგის ინოვაციური ტექნოლოგია. 2018 წლიდან Qarva გახდა DVB (DVB – Digital Video Broadcasting - https://dvb.org)-ის წევრი.

ვეძებთ გუნდის ახალ წევრს - ქსელის ადმინისტრატორის პოზიციაზე

Qarva-ში შესაძლებლობა გექნებათ ისწავლოთ, განვითარდეთ და დაწინაურდეთ თქვენთვის სასურველი მიმართულებით.

ფუნქციები:

  • არსებული ინფრასტრუქტურის ტექნიკური მეთვალყურეობა
  • მიმდინარე პრობლემების ან/და ამოცანების გადაჭრა
  • საჭიროების შემთხვევაში ქსელური სისტემის რეკონფიგურირება
  • ქსელური მოწყობილობების პროგრამული უზრუნველყოფის განახლება
  • სისტემის სამომავლო განვითარების პროექტების შემუშავება
  • საქსელო ნაწილში პროექტის ფარგლებში ბიუჯეტის შედგენა
  • ქსელური ინფრასტრუქტურის დაკაბელება

ამ პოზიციაზე დაგჭირდება:

  • CISCO-ს სვიჩებთან და FIREWALL-ებთან მინიმუმ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება
  • Linux-ის ოპერაციულ სისტემასთან მუშაობის გამოცდილება
  • გამოცდილება ქსელური ინფრასტრუქტურის დაკაბელებაში

სასურველია:

  • CCNA სერტიფიკატის ფლობა (პრიორიტეტულია უფრო მაღალი ხარისხის სერტიფიკატი)
  • ქსელური ინფრასტრუქტურის მონიტორინგის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება

როგორი უნარ-ჩვევები უნდა გქონდეს რომ გახდე Qarv-ელი?

  • ანალიტიკური აზროვნება
  • დისციპლინირებულობა
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • საქმეზე ორიენტირებულობა

როგორი გამოცდილება იქნება შენთვის ქარვაში მუშაობა?

  • კომფორტული, მეგობრული გარემო
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობა
  • მხარდამჭერი გუნდი
  • მდიდარი ორგანიზაციული კულტურა
  • ყოველდღიური ლანჩი
  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • Fitpass

ანაზღაურება:

ცოდნისა და გამოცდილების მიხედვით, ინდივიდუალური შეთანხმების საფუძველზე.

სამუშაო გრაფიკი:

ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00 საათიდან 19:00 საათამდე 1 საათიანი შესვენებით. სამუშაო ადგილი: თბილისი, ი.გამყრელიძის №3

გადმოგვიგზავნე რეზიუმე HR@qarva.com და სათაურში სასურველი პოზიციის მითითება არ დაგავიწყდეს ;)

წარმატებები!

Field
Operations
Category
Network Administrator
Location
Tbilisi
Commitment
Full-time
Seniority
Unspecified
Show