
კომპანიის შესახებ:
ინოვაციების კომპანია Qarva ქმნის სატელევიზიო პროგრამულ უზრუნველყოფას და უკვე 15 წელზე მეტია ოპერირებს როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.
Qarva-ს წარმატებული და ცნობილი სატელევიზიო პროგრამული უზრუნველყოფის პროექტი საქართველოში წარმოდგენილია SilkTV-ის სახით.
კომპანიის კონკურენტული უპირატესობა ასევე თვალსაჩინოა საერთაშორისო ბაზარზე. იგი ყოველწლიურად მონაწილეობს მსოფლიოს მთავარ სატელევიზიო გამოფენებში. 2017 წელს ლონდონში Qarva-ს პროდუქტი, მულტიპაიპი, წარდგენილი და დაჯილდოვებული იყო როგორც საუკეთესო სტრიმინგის ინოვაციური ტექნოლოგია. 2018 წლიდან Qarva გახდა DVB (DVB – Digital Video Broadcasting - https://dvb.org)-ის წევრი. DVB - ევროპული ასოციაცია, რომელიც უზრუნველყოფს ციფრული ვიდეოს გადაცემის სტანდარტს მთელს ევროპაში, აზიასა და აფრიკაში. DVB-ის მსოფლიოს მასშტაბით 1 მილიარდზე მეტი მომხმარებელი ყავს.
ვაცხადებთ ანაზღაურებად სტაჟირებას - მორიგე ინჟინრის პოზიციაზე
მორიგე ინჟინერი აწარმოებს SilkTV სისტემის მონიტორინგს. ეს პოზიცია საინტერესო იქნება დამწყები სისტემის ადმინისტრატორებისთვის. Qarva-ში შესაძლებლობა გექნებათ ისწავლოთ, განვითარდეთ და დაწინაურდეთ თქვენთვის სასურველი მიმართულებით.
რას ველოდებით მორიგე ინჟინრისგან?
- IT სისტემის და ინფრასტრუქტურის მონიტორინგი:
- IPTV მაუწყებლობის ხარისხის კონტროლი:
- აღმოჩენილ პრობლემებზე რეაგირება, საჭიროების შემთხვევაში პასუხისმგებელი პირების დროულად ინფორმირება
- პრობლემების Service Desk-ში დაფიქსირება
ამ პოზიციაზე დაგჭირდება:
- Unix სისტემების საბაზისო ცოდნა
- სასურველია საქსელო მოწყობილობებთან მუშაობის გამოცდილება
- სასურველია რუსული ან ინგლისური ენების ცოდნა
როგორი უნარ-ჩვევები უნდა გქონდეს რომ გახდე Qarv-ელი?
- დისციპლინირებულობა
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- გუნდური მუშაობის უნარი
- საქმეზე ორიენტირებულობა
როგორი გამოცდილება იქნება შენთვის ქარვაში მუშაობა?
- კომფორტული, მეგობრული გარემო
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობა
- მხარდამჭერი გუნდი
- მდიდარი ორგანიზაციული კულტურა
- ყოველდღიური ლანჩი
- ჯანმრთელობის დაზღვევა (სტაჟირების დასრულების შემდეგ)
ანაზღაურება:
500-1000 ლარი ცოდნისა და გამოცდილების მიხედვით, ინდივიდუალური შეთანხმების საფუძველზე. განვიხილავთ გამოუცდელ მოტივირებულ კანდიდატებსაც!
სამუშაო გრაფიკი:
24 საათიანი ცვლა ყოველ მეოთხე დღეს.
გადმოგვიგზავნე რეზიუმე HR@qarva.com და სათაურში სასურველი პოზიციიის მითითება არ დაგავიწყდეს.
წარმატებები!