QA Team Lead / ხარისხის უზრუნველყოფის გუნდის ლიდერი | 2 Nabiji | Tech Talent
Guest
Inactive
RegisterLogin
JobsCompaniesCoursesEducation
About
Language
შემოუერთდი ჩვენს გუნდს!
2 Nabiji
QA Team Lead / ხარისხის უზრუნველყოფის გუნდის ლიდერი
Tags
#TeamLead
#Tbilisi
2 Nabiji
QA Team Lead / ხარისხის უზრუნველყოფის გუნდის ლიდერი
#TeamLead
#Tbilisi
Field
QA
Category
Test Automation
Location
Tbilisi
Commitment
Full-time
Seniority
TeamLead
Show
Apply Now

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას ხარისხის უზრუნველყოფის გუნდის ლიდერის (QA Team Lead) პოზიციაზე, ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტში.

სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი, 09:00-18:00

ჩვენ გთავაზობთ:

  • განვითარების შესაძლებლობას;
  • კონკურენტულ ანაზღაურებას და ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • საინტერესო და დინამიურ სამუშაოს;
  • პოზიტიურ სამუშაო გარემოს პროფესიონალ გუნდთან ერთად.

ძირითადი ფუნქციები:

  • ტესტ ქეისების და სტრეს-ტესტების მომზადება;
  • პროდუქტისთვის ავტომატიზაციის სკრიპტების მომზადება და გაშვება;
  • პროდუქტში ხარვეზების იდენტიფიცირება და აღრიცხვა;
  • ფუნქციონალური და რეგრესული ტესტირება;
  • კომუნიკაცია დეველოპერებთან, ხარვეზებისა და ტესტირების პროცესის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
  • QA ანგარიშების მომზადება;
  • ტექნიკური დოკუმენტების ანალიზი;
  • Post-Release ტესტინგი;
  • გუნდის წევრების პროექტებში ჩართულობის უზრუნველყოფა და განვითარება;
  • ახალი ტექნოლოგიების დანერგვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • გუნდის მართვის გამოცდილება;
  • ვებ და მობილური აპლიკაციების მანუალური ტესტირების გამოცდილება;
  • ავტომატიზაციის გამოცდილება (სასურველია JS სტეკზე);
  • ტესტირებისთვის საჭირო ხელსაწყოების (Tools) ფლობა;
  • Scrum გუნდში Test Driven Development-ის მეთოდების, დეველოპმენტის ციკლის და პროცესების ცოდნა;
  • Git-თან მუშაობის გამოცდილება;
  • Jira, Confluence, Bitbucket, Slack-ში მუშაობის გამოცდილება.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: hr@orinabiji.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 25 აგვისტო, 2021 წელი.

"ორი ნაბიჯი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მონაცემთა ბაზაში შეინახება 4 წლის ვადით.

იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

Field
QA
Category
Test Automation
Location
Tbilisi
Commitment
Full-time
Seniority
TeamLead
Show
Apply Now