პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერის სპეციალისტი | 2 Nabiji | Tech Talent
Guest
Inactive
RegisterLogin
JobsCompaniesEducation
About
Language
შემოუერთდი ჩვენს გუნდს
2 Nabiji
პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერის სპეციალისტი
Tags
#Junior
#Tbilisi
#ERP
#1C
2 Nabiji
პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერის სპეციალისტი
#Junior
#Tbilisi
#ERP
#1C
Field
Support
Category
Tech Support
Location
Tbilisi
Commitment
Full-time
Seniority Level
Junior
Show
Apply

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას პროგრამული უზრუნველყოფისა და განვითარების განყოფილებაში, პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.

კომპანიაში უკვე რამდენიმე წელია არსებობს პროგრამული უზრუნველყოფის დეპარტამენტი, რომლის გუნდიც სხვა პროგრამებთან ერთად მუშაობს 1C ERP UP პროგრამის მხარდაჭერასა და განვითარებაზე. კომპანიის აქტიურ ზრდასთან ერთად, მიმდინარეობს სხვადასხვა მოდულების დანერგვა, გააქტიურება და განვითარება.

ფუნქციები:

  • პროგრამული უზრუნველყოფის გუნდთან ერთად ახალი პროგრამული მოდულის ან ცვლილების ტესტირება და მონიტორინგი;
  • 1C ERP პროგრამაში სხვადასხვა სახის მონაცემებისა და ბაზების პერიოდული მონიტორინგი ხარვეზების იდენტიფიკაცია და აღმოფხვრა;
  • პროგრამა 1C-ის მომხმარებლების მხარდაჭერა მათი შეუფერხებლად მუშაობის მიზნით;
  • საჭიროების შემთხვევაში, სატრენინგო მასალის განახლება და თანამშრომლებისათვის ტრენინგის ჩატარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი ტექნიკური განათლება ჩაითვლება უპირატესობად;
  • სასურველია 1C ERP-UP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
  • 1C-ს სხვადასხვა ვერსიებში მუშაობის გამოცდილება;
  • კომპიუტერის აგებულების და ოპერაციული სისტემის (MS Windows XP7810) ზოგადი ცოდნა;
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: MS Office (განსაკუთრებით MS Excel);
  • სასურველია კომპიუტერის და POS (გაყიდვის წერტილის) პერიფერიული მოწყობილობებთან მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული მახასიათებლები:

  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ლოგიკური და ანალიტიკური უნარები;
  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: HR@orinabiji.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 26 მარტი, 2021 წელი

"ორი ნაბიჯი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯ"-ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯ"-ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

Field
Support
Category
Tech Support
Location
Tbilisi
Commitment
Full-time
Seniority Level
Junior
Show
Apply