Content Creator | Leavingstone | Tech Talent
Guest
Inactive
RegisterLogin
JobsCompaniesCoursesEducation
About
Language
DAGVEMATE
Leavingstone
Content Creator
Tags
#Senior
#Remote
#DigitalMarketing
#ContentCreator
Leavingstone
Content Creator
#Senior
#Remote
#DigitalMarketing
#ContentCreator
Field
Marketing
Category
Copywriting
Location
Remote
Commitment
Full-time
Seniority
Senior
Show
Apply Now

ლივინგსტონის ლაბორატორიის გუნდში Content Creator-ს ვეძებთ!

თუ გინდა ლივინგსტონის გუნდის წევრი გახდე, კარგად წაიკითხე ეს ვაკანსია და შემდეგ რეზიუმე გამოაგზავნე. გვჯერა, რომ ეს არის ადგილი, სადაც შენი ნიჭის სრულყოფილ რეალიზაციას შეძლებ და ერთად დიდ სიმაღლეებზე ვიფრენთ. რაც შეეხება უშუალოდ ფრენის პროცესს:

ამისთვის ვეძებთ ადამიანს, რომელსაც აღაფრთოვანებს სარეკლამო ინდუსტრია და კონტენტის შექმნა, ამავდროულად, სიამოვნებით შეასრულებდა ჩამოთვლილ მოვალეობებს:

  • 1 ან მაქსიმუმ 2 ბრენდის კონტენტის შექმნა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხებისთვის;
  • ბრეინშტორმინგებზე/გუნდურ ფიქრში მონაწილეობის მიღება;
  • ბრენდების საჭიროებებზე მორგებული საინტერესო და კრეატიული კონტენტის შემუშავება;
  • ვიზუალური კონტენტის შექმნაში აქტიური ჩართულობა დიზაინერთან ერთად;
  • სოც.მედია კამპანიების დაგეგმვაში აქტიური მონაწილეობა.

სასურველია გქონდეს შესაბამისი უნარ-ჩვევები:

  • კრეატიული წერის უნარი - შეგიძლია გამართულად წერა და სათქმელის მოკლედ და მოქნილად ჩამოყალიბება;
  • ტრენდების ანალიზის უნარი - გაინტერესებს სოციალურ მედიაში ადამიანების ქცევა, ტრენდები და შეგიძლია ეს ცოდნა კონტენტის შესაქმნელად გამოიყენო;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ვიზუალური ხედვა - პოსტების ვიზუალურ მხარეზე დიზაინერთად ერთად იმუშავებ, ამიტომ მნიშვნელოვანია სათქმელის გადმოსაცემად ვიზუალური გადაწყვეტის პოვნაც შეგეძლოს.

ამავდროულად:

  • ხარ მოქნილი და ცვლილებებისათვის ღია;
  • გაქვს მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გაქვს დროის მართვის უნარი და ხარ ორგანიზებული.

შენთვის ხელსაყრელია ჩამოთვლილი სამუშაო პირობები:

  • სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი 11:00-19:00 საათი;
  • ანაზღაურება კვალიფიკაციის მიხედვით;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • მრავალფეროვანი საგანმანათლებლო ონლაინ რესურსები;
  • პროფესიული და არაპროფესიული კურსები ლივინგსტონის აკადემიაში;
  • მეგობრული და განვითარებაზე ორიენტირებული გარემო უამრავი საინტერესო ადამიანებით.

მაშინ, აფრინე შენი რეზიუმე და შესრულებული პროექტები მისამართზე hr@leavingstone.com და Subject-ში მიუთითე „Content Creator“

წარმატებებს გისურვებთ!

Field
Marketing
Category
Copywriting
Location
Remote
Commitment
Full-time
Seniority
Senior
Show
Apply Now