IT Project Manager | ITMS | Tech Talent
Guest
Inactive
RegisterLogin
JobsCompaniesCoursesEducation
About
Language
Software Development
ITMS
IT Project Manager
Tags
#Senior
#Tbilisi
##senior
##middle
##project
##manager
##it
ITMS
IT Project Manager
#Senior
#Tbilisi
##senior
##middle
##project
##manager
##it
Field
Product
Category
Project Manager
Location
Tbilisi
Commitment
Full-time
Seniority
Senior
Show
Apply Now

საერთაშორისო ონლაინ სერვისებზე ორიენტირებული კომპანია ეძებს თანამშრომელს აღმასრულებელი მენეჯერის პოზიციაზე, რომელსაც ექნება ონლაინ სერვისებზე (პროექტებზე) ტექნიკურად მუშაობის, 5-10 კაციანი გუნდის მართვის და ონლაინ მარკეტინგზე მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება.

ვეძებთ გამოცდილ, აქტიურ და საზრიან პროფესიონალ მენეჯერს, რომელიც მზად იქნება შეეჭიდოს საინტერესო, საკმაოდ რთულ, კომპლექსურ, კომერციულად მომგებიან და პერსპექტიულ საქმეებს. ჩვენი მხრიდან ვთავაზობთ მაქსიმალურად გუნდურ და კომფორტულ სამუშაო გარემოს, მაღალ და მზარდ ანაზღაურებას, როგორც ტექნიკური, ასევე მენეჯერული კვალიფიკაციის მუდმივ ზრდას.

მოთხოვნები:

  • ონლაინ სერვისების/პროექტების მართვა (აუცილებელია მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება და/ან მინიმუმ 5 დასრულებული პროექტი; სასურველია ITIL-ის ცოდნა);
  • 5-10 კაციანი გუნდის მართვა (აუცილებელია მინიმუმ 1 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება და გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევები; სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხი);
  • ონლაინ მარკეტინგი (ოპტიმალურ დროში უნდა შეეძლოს კონკრეტული სერვისისთვის/პროექტისთვის ონლაინ მარკეტინგის სამოქმედო გეგმის შემუშავება და რეალიზაცია, ასევე სწრაფად გარკვევა ამ სფეროს სიახლეებსა და სპეციფიკაში; უნდა შეეძლოს შესაბამისი სერვისის მომწოდებელ კომპანიებთან საქმიანი კომუნიკაციის წარმოება; სწრაფად და ღრმად უნდა შეეძლოს მარკეტინგული საკითხების შესწავლა);
  • ტექნიკური კომპეტენცია (აუცილებელია ვებ-სერვისების აგებულების პრინციპების, სხვადასხვა server-side და client-side ტექნოლოგიების არსის ცოდნა; სასურველია მბმს საფუძვლების და SQL-ის ცოდნა; სასურველია ონლაინ პროექტის ტესტირების თეორიული და პრაქტიკული ცოდნა);
  • ინგლისური და რუსული ენები (ერთ-ერთი აუცილებლად C1 დონეზე, მეორე მინიმუმ B2 დონეზე);
  • ბიზნესისა და ფინანსების საფუძვლები (სასურველია შესაბამისი სპეციალობის ბაკალავრის ხარისხი, ასევე ადამიანური რესურსების მართვის საფუძვლების ცოდნა);
  • პროექტის მართვის საფუძვლები (აუცილებელია მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება და/ან მინიმუმ 5 დასრულებული პროექტი).

უნარები:

  • ინიციატივიანი და აქტიური;
  • საზრიანი და გონებაგახსნილი;
  • თვითგანვითარებაზე ორიენტირებული; მომთხოვნი, როგორც სხვების, ასევე საკუთარი თავის მიმართ;
  • კრეატიული და ინოვაციური აზროვნების უნარ-ჩვევები;
  • ორგანიზებული, მოწესრიგებული, პუნქტუალური, ყურადღებიანი, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობის მქონე.

მოვალეობები:

  • კომპანიის დამფუძნებელთა საბჭოს და გენერალური დირექტორის სხვადასხვა გადაწყვეტილებების შესრულების უზრუნველყოფა;
  • ონლაინ პროექტების ტექნიკულად შექმნის უზრუნველყოფა და მართვა;
  • ონლაინ პროექტების მარკეტინგული მართვა;
  • ონლაინ პროექტში მონაწილე შემსრულებლების მენეჯმენტი;
  • ონლაინ პროექტისთვის შემსრულებლების მოძიება, შერჩევა და მომზადება;
  • კომპანიის პროექტებისა და საკითხების განხილვაში აქტიური მონაწილეობა;
  • სხვადასხვა რელევანტური დავალებების შესრულება.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@itms.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

Field
Product
Category
Project Manager
Location
Tbilisi
Commitment
Full-time
Seniority
Senior
Show
Apply Now