Agile Project Manage | Extra | Tech Talent
Guest
Inactive
RegisterLogin
JobsCompaniesEducation
About
Language
რაც გაგიხარდება
Extra
Agile Project Manage
Tags
#Middle
#Tbilisi
##Middle #Agile #Project #Manager #Jira #IT
Extra
Agile Project Manage
#Middle
#Tbilisi
##Middle #Agile #Project #Manager #Jira #IT
Field
Product
Category
Project Manager
Location
Tbilisi
Commitment
Full-time
Seniority
Middle
Show

კომპანია "დიჯითალ არეა" (EXTRA.GE) აცხადებს ვაკანსიას Agile Project Manager-ის პოზიციაზე.

Extra.ge არის ყველაზე დიდი ინტერნეტ მოლი საქართველოში, სადაც წარმოდგენილია პროდუქტებისა და მომსახურებების ყველაზე ფართო არჩევანი. Extra.ge ვებ გვერდზე არის შესაძლებელი მოძებნო დიდი და მცირე მაღაზიები და მათ მიერ განთავსებული საინტერესო პროდუქტების დიდი არჩევანი, რომლებსაც ექსტრას მომხმარებელი შეიძენს საუკეთესო პირობებით. Extra.ge-ს ონლაინ მოლი უზრუნველყოფს ნივთების მიწოდებას მთელი საქართველოს მასშტაბით.

ძირითადი ფუნქციები:

  • ბიზნეს მოთხოვნების ამოცანებად ჩამოყალიბება;
  • ამოცანის განხორციელებისთვის აუცილებელი რესურსების და ვადების განსაზღვრა;
  • პროექტში შესაძლო რისკების შეფასება და საჭირო რეკომენდაციების მომზადება;
  • პროექტის გუნდთან ერთად შესასრულებელი სამუშაოების დაგეგმვა და შესრულების მონიტორინგი;
  • პროექტის გუნდთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან აქტიური კომუნიკაცია და პროექტის სტატუსის შესახებ ინფორმაციის გაზიარება;
  • პროექტის ფარგლებში წამოჭრილი პრობლემის იდენტიფიკაცია და გადაჭრის გეგმის შემუშავება;
  • პროექტის დოკუმენტაციის მართვა.

ძირითადი კვალიფიკაცია, ცოდნა, უნარები:

  • პროექტის მენეჯერად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • Agile გუნდში მუშაობის გამოცდილება;
  • პროექტის მენეჯმენტის საფუძვლების ცოდნა;
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: MS office; Jira;
  • დროის მართვისა და შეზღუდულ ვადებში მუშაობის უნარი;
  • პრობლემების გადაჭრის, „დიდი სურათის“ დანახვის უნარი;
  • ძლიერი ანალიტიკური, დაგეგმვისა და ორგანიზაციული უნარები;

ჩვენ გთავაზობთ:

  • ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
  • ახალგაზრდა და ამბიციურ გუნდში მუშაობის შესაძლებლობას;
  • ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში მუშაობის შესაძლებლობას;
Field
Product
Category
Project Manager
Location
Tbilisi
Commitment
Full-time
Seniority
Middle
Show