Junior Database Administrator | Credo Bank | Tech Talent
Guest
Inactive
RegisterLogin
JobsCompaniesCoursesEducation
About
Language
#გახდიკრედოელი
Credo Bank
Junior Database Administrator
Tags
#Junior
#Remote
#MSSQL
#JuniorDBA
Credo Bank
Junior Database Administrator
#Junior
#Remote
#MSSQL
#JuniorDBA
Field
Operations
Category
Database Administrator
Location
Remote
Commitment
Full-time
Seniority
Junior
Show
Apply Now

მონაცემთა ბაზების უმცროსი ადმინისტრატორი

„კრედო ბანკი“ 20 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით საქართველოს 11 რეგიონში, 75 ფილიალით არის წარმოდგენილი. თანამშრომლებზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია. ახალ კრედოელებს ვთავაზობთ პროფესიონალ გუნდთან ერთად, მეგობრულ სამუშაო გარემოში განვითარების შესაძლებლობას და ბენეფიტებს:

  • კონკურენტუნარიანი ანაზღაურება და პროექტებზე დამოკიდებული საბონუსე სისტემა;
  • საახალწლო ბონუსი - ხელფასის ერთმაგი ოდენობა;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • ტრენინგები, პროფესიული განვითარებისთვის;
  • კორპორატიული ღონისძიებები.

გუნდში ვეძებთ მოტივირებულ, განვითარებაზე ორიენტირებულ, პოზიტიურ კანდიდატს მონაცემთა ბაზების უმცროსი ადმინისტრატორის პოზიციაზე:

თანამდებობის მიზანი:

უმცროსი ბაზების ადმინისტრატორი პასუხისმგებელია კრედო ბანკში არსებული მონაცემთა ბაზების ხელმისაწვდომობის, უსაფრთხოებისა და ეფექტურობის უზრუნველყოფაში.

  • უზრუნველყოფილია მონაცემების აღდგენადობა და უსაფრთხოება
  • უზრუნველყოფილია მომხმარებელთა შესაბამისი წვდომები და მოხმარება
  • უზრუნველყოფილია ბაზის მონიტორინგი და წარმადობა

ძირითადი მოვალეობები:

  • მონაცემთა ბაზების მართვა, სქემა ობიექტების (tables, indexes, views) მართვა;
  • მონაცემთა ბაზების ფუნქციონირების მონიტორინგი და შეფერხების თავის არიდების მიზნით საჭირო პრევენციული
    ქმედებების განხორციელება;
  • მონაცემთა ბაზებზე ჯობების შექმნა/ადმინისტრირება;
  • მონაცემთა და ბაზის ობიექტთა მიგრაცია ბაზიდან ბაზაზე;
  • მონაცემთა ბაზების უსაფრთხოების და დოკუმენტაციის მართვა;
  • მონაცემების ერთიანობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
  • მომხმარებელთა მიერ მონაცემებზე წვდომების დაშვება, კონტროლი და მონიტორინგი შეთანხმებული წესების, პოლიტიკების და მოვალეობების მიხედვით;
  • სარეზერვო კოპირების და აღდგენის პროცედურების შემუშავება, მართვა და პერიოდული ტესტირება;
  • ქორ სისტემის ბაზაზე პატჩების ჩაწერა, ბექაფების მენეჯმენტი და ადმინისტრირება;
  • მონაცემთა შენახვისა და დამუშავების სტანდარტების შიდა/გარე რეგულაციების მიერ გავრცელებული მოთხოვნების გათვალისწინება;
  • ცვლილებების მართვის საუკეთესო პრაქტიკების და წესების გათვალისწინება და ცვლილებების დოკუმენტირების პროცესში ჩართულობა;
  • სერვის დესკზე შემოსულ ინციდენტებზე დროული რეაგირება და მათი აღმოფხვრა (SLA ფარგლებში);
  • აქტივობების ანგარიშების წარმოება შეთანხმებული წესების მიხედვით.

აუცილებელი მოთხოვნები:

  • უმაღლესი ტექნიკური განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით; უპირატესობა მიენიჭება
    მონაცემთა მართვის კუთხით განათლებას;
  • შემდეგი ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები შეიძლება, მიღებულ იქნას ფორმალური განათლების, თვითსწავლების, გამოცდილების ან სტაჟირების გზით;
  • MSSQL-თან მუშაობის გამოცდილება;
  • SQL-ის ცოდნა;
  • T/SQL პროცედურული ენის ცოდნა;
  • MSSQL-ის მონაცემთა ბაზების რეზერვაციის და აღდგენის პრინციპების ცოდნა;
  • სასურველია სხვა მონაცემთა ბაზის ძირითადი სტრუქტურისა და ფუნქციონირების ცოდნა;
  • სასურველია SQL-ისთვის საჭირო მონიტორინგ თულებთან გამოცდილება;
  • სასურველია 1-წლიანი გამოცდილება ბაზების ადმინისტრირების პოზიციაზე;
  • სასურველია სხვა ბაზებთან ურთიერთობის გამოცდილება (Oracle, MySQL, PostgreSQL, JBase);
  • სტანდარტული საოფისე პროგრამების ცოდნ;
  • აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა B1 დონეზე.

აუცილებელი უნარები:

  • ანალიტიკური აზროვნება;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • სიახლეების მიმართ ადაპტაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ზრუნავს საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე.

მადლობა ყურადღებისთვის და ველოდებით შენს გამოხმაურებას

კითხვების შემთხვევაში მოგვწერე კრედო კარიერის Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/credo.career/

Field
Operations
Category
Database Administrator
Location
Remote
Commitment
Full-time
Seniority
Junior
Show
Apply Now