Head of IT Infrastructure | Credo Bank | Tech Talent
Guest
Inactive
RegisterLogin
JobsCompaniesCoursesEducation
About
Language
#გახდიკრედოელი
Credo Bank
Head of IT Infrastructure
Tags
#Head
#Tbilisi
Credo Bank
Head of IT Infrastructure
#Head
#Tbilisi
Field
Operations
Category
Operations
Location
Tbilisi
Commitment
Full-time
Seniority
Head
Show
Apply Now

„კრედო ბანკი" 20 წელზე მეტი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით საქართველოში 75 ფილიალით არის წარმოდგენილი. თანამშრომლებზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია. ახალ კრედოელებს ვთავაზობთ პროფესიონალ გუნდთან ერთად, მეგობრულ სამუშაო გარემოში განვითარების შესაძლებლობას და ბენეფიტებს:

  • კონკურენტუნარიანი ანაზღაურება და პროექტებზე დამოკიდებული საბონუსე სისტემა;
  • საახალწლო ბონუსი;
  • მენეჯმენტ ბონუსი;
  • თანამედროვე და კომფორტულ სამუშაო გარემო;
  • მოქნილი სამუშაო გრაფიკი;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • ტრენინგები, პროფესიული განვითარებისთვის;

პოზიცია: IT ინფრასტრუქტურის მართვის განყოფილების უფროსი ექვემდებარება: საინფორმაციო ტექნოლოგიების დირექტორი ზედამხედველობს: უფროსი ქსელის/VoIP ადმინისტრატორი, უმცროსი ქსელის/VoIP ადმინისტრატორი, უფროსი სისტემური ადმინისტრატორი, სისტემებისა და აპლიკაციების ადმინისტრატორი, უმცროსი სისტემური ადმინისტრატორი, მონაცემთა ბაზების ადმინისტრატორი

თანამდებობის მიზანი: ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის მართვის განყოფილების უფროსი პასუხისმგებელია ბანკში არსებული საინფორმაციო რესურსების მიწოდების უწყვეტობის და მონაცემთა უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე.

ძირითადი პასუხისმგებლობა და მოვალეობები:

  • სერვერული და ქსელური ინფრასტრუქტურის, მონაცემთა შენახვისა და საინფორმაციო სერვისების გამართული მუშაობის ორგანიზება და კონტროლის უზრუნველყოფა;
  • ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის მართვის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად სტრატეგიული განვითარების გეგმის შედგენა;
  • ელექტრონული ინფორმაციის უსაფრთხოების ნორმების დაცვის უზრუნველყოფა ინფორმაციული უსაფრთხოების განყოფილების რეკომენდაციების გათვალისწინებით;
  • სერვერული, მონაცემთა შენახვისა და ქსელური ინფრასტრუქტურის დაცვის წესების შემუშავება და ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
  • სერვერული, მონაცემთა შენახვისა და ქსელური ინფრასტრუქტურის დაცვასთან დაკავშირებით საკონტროლო სამუშაოების ჩატარების ორგანიზება და საჭიროებიდან გამომდინარე გაუმჯობესების სამუშაოების დაგეგმვა;
  • ბანკში არსებულ საინფორმაციო რესურსებზე წვდომის გამართვა ინფორმაციული უსაფრთხოების განყოფილების რეკომენდაციების გათვალისწინებით;
  • სერვერული, მონაცემთა შენახვისა და ქსელური ინფრასტრუქტურის (სისტემების) დოკუმენტირება, ინფრასტრუქტურის ცვლილებების შეაბამისად და დოკუმენტების მუდმივი განახლების პროცესის მხარდაჭერა;
  • სერვერული, მონაცემთა შენახვისა და ქსელური ინფრასტრუქტურის დაცვის მიზნით მონიტორინგის სისტემის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
  • ტექნიკურ და უსაფრთხოების სტანდარტებთან სერვერული, მონაცემთა შენახვისა და ქსელური ინფრასტრუქტურის შესაბამისობის უზურნველყოფა;
  • ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურაში განხორციელებული ცვლილებების მონიტორინგი, საინფორმაციო რესსურსების მიწოდების უწყვეტობის უზრუნველყოფის მიზნით;
  • მომწოდებლებთან დადებული ხელშეკრულებების შესრულების მონიტორინგი, ასევე სააგენტოს ვალდებულებების განუხრელად დაცვა, დარღვევების შემთხვევაში ხელმძღვანელობის ინფორმირება;
  • ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში შესყიდვების პროცესში მონაწილეობის მიღება;
  • დაქვემდებარებაში მყოფი სერვის III ხაზის მხარდაჭერის ჯგუფების მართვა, მათზე ინციდენტების გადანაწილების კონტროლი და პოლიტიკით დაკისრებული ვალდებულებების დაცვა;
  • ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების პროექტების იმპლემენტაცია და ხელშეწყობა;
  • ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროს მარეგულირებელი პოლიტიკების დაცვა და მათი მოთხოვნების შესრულების მუდმივი მონიტორინგი;
  • კომპეტენციის ფარგლებში შემოსული მოთხოვნების დამტკიცება ან ვიზირება;
  • სამსახურის თანამშრომელთა შორის მოვალეობების განაწილება, მათთვის სათანადო დავალებებისა და მითითებების მიცემა;
  • სამსახურის თანამშრომლების პროფესიული განვითარების მოთხოვნების გათვალისწინებით მათი გადამზადების გეგმის მომზადება;
  • Head of IT Ops/CIO დასახული სხვა ამოცანების შესრულება.

მოთხოვნები

  • უმაღლესი ტექნიკური განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით, სასურველია მაგისტრის ხარისხი;
  • მინიმუმ 4-წლიანი გამოცდილება უფროსი სისტემური/ქსელის/ბაზის ადმინისტრატორის პოზიციაზე;
  • 2-წლიანი მენეჯერული / ჯგუფის მართვის გამოცდილება;
  • ITIL სტანდარტების ცოდნა და შესაბამისი სერტიფიკატის ფლობა;
  • MS Office-ს სრულყოფილად ცოდნა (მათ შორის Visio);
  • სასურველია Linux , SQL, Active Directory Domain, VMware, Hyper-v, Application Servers, Windows Server, Cisco Call Manager, Asterix/Elastix მხარდაჭერა/ადმინისტრირების გამოცდილება
  • აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე, სასურველია C1 დონეზე;
  • სტრატეგიული და კომპლექსური აზროვნების უნარი;
  • ცვლილებების ინიცირების ან/ და მართვის უნარი;
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • გუნდის მართვისა და დელეგირების უნარი;
  • დეტალებსა და შედეგებზე ორიენტირებული;
  • სტრესულ გარემოში მუშაობისა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი.
Field
Operations
Category
Operations
Location
Tbilisi
Commitment
Full-time
Seniority
Head
Show
Apply Now