Database Developer | Credo Bank | Tech Talent
Guest
Inactive
RegisterLogin
JobsCompaniesEducation
About
Language
#გახდიკრედოელი
Credo Bank
Database Developer
Tags
#Middle
#Remote
#MSSQL
#DWH
Credo Bank
Database Developer
#Middle
#Remote
#MSSQL
#DWH
Field
Development
Category
Database
Location
Remote
Commitment
Full-time
Seniority Level
Middle
Show
Apply

"კრედო ბანკი" 20 წელზე მეტი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით საქართველოში 75 ფილიალით არის წარმოდგენილი.

ვაკანსია: მონაცემთა ბაზების დეველოპერი/DB Developer სამუშაო ადგილი: თბილისი, სათავო ოფისი

თანამშრომლებზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია. ახალ კრედოელებს ვთავაზობთ პროფესიონალ გუნდთან ერთად, მეგობრულ სამუშაო გარემოში განვითარების შესაძლებლობას და ბენეფიტებს:

ჩვენ გთავაზობთ:

  • თანამედროვე ოფისს - Digital Hub, სადაც მაღალი ხარისხის კოდის წერისთვის იდეალური გარემოა;
  • დისტანციურად მუშაობის არჩევის შესაძლებლობას;
  • ტრენინგებს, რაც შენი პროფესიული წინსვლისთვისაა;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • კონკურენტუნარიანი ანაზღაურებას და საბონუსე სისტემას;
  • საახალწლო ბონუსს - წლის ბოლოს ხელფასის ერთმაგ ოდენობას;

სამუშაო აღწერილობა:

• დიდი მოცულობის მონაცემებთან მუშაობა, მათი მხარდაჭერა და განვითარება; • ანალიტიკური და სტატისტიკური რეპორტების მომზადება; • ფინანსური რეპორტების მომზადება/ავტომატიზაცია; • მონაცემთა დამუშავება და დასაწყობება (Data Warehousing); • მონაცემთა ბაზებში რეპორტინგთან დაკავშირებული პროცესების ავტომატიზაცია, ოპტიმიზაცია; • ETL პროცესების შემუშავება და ავტომატიზაცია სხვადასხვა ინსტრუმენტების გამოყენებით; • რეპორტინგისთვის საჭირო მონაცემთა გარემოზე, სტრუქტურაზე მუშაობა; • მონაცემების შესწავლა და ამისთვის, შესაბამის პირებთან კომუნიკაცია; • სხვადასხვა Ad Hoc რეპორტების მომზადება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

• 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება დეველოპმენტის, რეპორტინგის/მონაცემთა ბაზებთან მუშაობის მიმართულებით; • სასურველია საბანკო სფეროში მუშაობის გამოცდილება; • MS SQL-ის ზედმიწევნით კარგად ცოდნა; • DWH-ის კონცეფციის და ETL პროცესების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; • SSIS, Power BI და Excel Power Pivot ინსტრუმენტებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; • სასურველია განათლება ტექნიკური სპეციალობების მიმართულებით.

მადლობა ყურადღებისთვის და ველოდებით შენს გამოხმაურებას

კითხვების შემთხვევაში მოგვწერე კრედო კარიერის Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/credo.career/

Field
Development
Category
Database
Location
Remote
Commitment
Full-time
Seniority Level
Middle
Show
Apply