Application Support Officer | Credo Bank | Tech Talent
Guest
Inactive
RegisterLogin
JobsCompaniesCoursesEducation
About
Language
#გახდიკრედოელი
Credo Bank
Application Support Officer
Tags
#Middle
#Remote
Credo Bank
Application Support Officer
#Middle
#Remote
Field
Support
Category
IT Specialist
Location
Remote
Commitment
Full-time
Seniority
Middle
Show
Apply Now

აპლიკაციების მხარდაჭერის ოფიცერი

„კრედო ბანკი“ 24 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით საქართველოს 11 რეგიონში, 75 ფილიალით არის წარმოდგენილი. თანამშრომლებზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია. ახალ კრედოელებს ვთავაზობთ პროფესიონალ გუნდთან ერთად, მეგობრულ სამუშაო გარემოში განვითარების შესაძლებლობას და ბენეფიტებს:

  • კონკურენტუნარიანი ანაზღაურება;
  • თანამედროვე და კონფორტული სამუშაო ადგილი;
  • საახალწლო ბონუსი;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • ტრენინგები, პროფესიული განვითარებისთვის;
  • კორპორატიული ღონისძიებები.

თანამდებობის მიზანი:

აპლიკაციების მხარდამჭერი პასუხისმგებელია სს ,,კრედო ბანკის“ სისტემებში ბიზნეს პროცესების მომსახურეობაზე დადგენილი პოლიტიკის და პროცედურების შესაბამისად. პოზიციის მთავარი მიზანია ბიზნეს სისტემების მომხმარებლების მხარდაჭერა, დაფიქსირებული ხარვეზების ანალიზი და პროცესებში ჩართული პირების შესაბამისი ინფორმირება.

ძირითადი ფუნქციები:

  • შემოსული მოთხოვნების ანალიზი პროცესების და კოდის შესაბამისობის კუთხით;
  • კვლევის შედეგების მიხედვით მოთხოვნებზე შესაბამისი რეაგირება: - მომხმარებლის მიერ არასათანადო ქმედების შედეგად დამდგარი ინციდენტის მოგვარებაში მომხმარებლის
    მხარდაჭერა; - საჭიროების შემთხვევაში მონაცემების განახლება შესაბამისი უსაფრთხოების წესების დაცვით; - საჭიროების შემთხვევაში ინციდენტის გადაბარება შესაბამის რგოლზე, მისი მოგვარების და აღრიცხვის მიზნით (დეველოპერები, სისტემური ადმინისტრატორები, ბაზის ადმინისტრატორები და სხვა); - შემთხვევების გადაცემამდე შესაბამისი საჭირო ინფომრაციის შეგროვება და მოთხოვნის დეტალებში დამატება;
  • იდენტიფიცირებული ინციდენტის შეთანხმებული ფორმით ანგარიშგება შესაბამის თანამშრომლებთან (პრობლემ/ ინციდენტ მენეჯმენტთან).
  • პროექტების/ცვლილებების დაგეგმარება-დანერგვის პროცესებში ჩართულობა, ბიზნეს პროცესებზე ცვლილების გავლენის განსაზღვრის მიზნით;
  • ტესტირების შედეგად გამოვლენილი ხარვეზების ბა/ტესტერების მიერ შემუშავებული შემოვლითი გზების შესწავლა და უკუკავშირი;
  • პროდუქტების კონფიგურატორის მხარდაჭერა და პროდუქტების მართვა ბიზნეს მოთხოვნების მიხედვით;
  • მომხმარებლების კმაყოფილებაზე ზრუნვა მხარდაჭერის სისტემის ეფექტურად მუშაობის უზრუნველყოფით;
  • მხარდაჭერის პორტალის მეშვეობით AppSupport -ზე გადაწერილი მოთხოვნების პროცედურების და შესაბამისი შეთანხმების მიხედვით დამუშავება;
  • შემოსული მოთხოვნების განზოგადებული შეთანხმებული ფორმით ანგარიშგება;
  • კრედოში დანერგილი პროდუქტების, სერვისებისა და პროცესებში ადვილი ნავიგაცია.

აუცილებელი მოთხოვნები:

  • სასურველია განათლება საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით;
  • კრედოში დანერგილ სისტემურ პლატფორმასთან მუშაობის გამოცდილება (Microsoft IIS, Apache Tomcat).
  • პროგრამირების ენის ცოდნა (C#, JavaScript).
  • მონაცემთა ბაზების ტექნოლოგიების ზოგადი ცოდნა (MS SQL, Oracle );
  • Visio-ს ცოდნა;
  • IT სერვისების აღწერის გამოცდილება;
  • სასურველია საბანკო აპლიკაციებთან მუშაობის გამოცდილება;
  • პრობლემის სწრაფად იდენტიფიკაციისა და აღმოფხვრის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • გუნდთან ეფექტურად მუშაობის უნარი და შესაძლებლობა;
  • მნიშვნელოვანია საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა.

მადლობა ყურადღებისთვის და ველოდებით შენს გამოხმაურებას

კითხვების შემთხვევაში მოგვწერე კრედო კარიერის Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/credo.career/

Field
Support
Category
IT Specialist
Location
Remote
Commitment
Full-time
Seniority
Middle
Show
Apply Now