სისტემური ინჟინერი | BDO Digital | Tech Talent
Guest
Inactive
RegisterLogin
JobsCompaniesCoursesEducation
About
Language
Digital Transformation Services
BDO Digital
სისტემური ინჟინერი
Tags
#Senior
#Tbilisi
BDO Digital
სისტემური ინჟინერი
#Senior
#Tbilisi
Field
Operations
Category
System Administrator
Location
Tbilisi
Commitment
Full-time
Seniority
Senior
Show

BDO Digital არის წამყვანი აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია BDO-ს შვილობილი კომპანია. BDO-ს ციფრული მიმართულება 2004 წლიდან ქართულ კომპანიებს ციფრული ტრანსფორმაციის სრულ საკონსულტაციო და ტექნოლოგიურ გადაწყვეტებს სთავაზობს. გუნდი 100-მდე გამოცდილ თანამშრომელსაერთიანებს, მათ შორის მონაცემთა მეცნიერებს, პროგრამისტებს, კიბერუსაფრთხოების სერტიფიცირებულ ოფიცრებსა და ინდუსტრიის სხვა სპეციალისტებს. BDO Digital-ს ლოკალური გამოცდილებითა და BDO-ს გლობალური ქსელის მხარდაჭერით 16 წლის მანძილზე საქართველოს ბაზარზე 700 -ზე მეტი პროექტი აქვს განხორციელებული.

BDO Digital-ის გუნდი გთავაზობთ საინტერესო და მეგობრულ სამუშაო გარემოს. მუდმივ სწავლებასა და განვითარებას.

ფუნქცია/მოვალეობები: • ოპერაციული სისტემების, პროგრამული პროდუქტების ინსტალაცია, მათ შორის 1C პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია ლოკალურ, კლეინტის სერვერულ და ქლაუდ გარემოში. • ინსტალირებული ოპერაციული სისტემების და გარემოს მოვლა, მართვა და მონიტორინგი . მართვის პროცესის სტრუქტურლად სწორად გაწერა. • აპლიკაციისა და SQL სერვერების პროაქტიური მონიტორინგი; • დეველოპერებისა და სხვა IT გუნდთან მუდმივი კომუნიკაცია იდენტიფიცირებული მოსალოდნელი საფრთხეების თავიდან ასაცილებლად , შესასრულებელი სამუშაოების დეტალურად განსაზღვრა და მართვა. • მომხმარებლებთან კომუნიკაცია, კონსულტაციის გაწევა საჭიროების შემთხვევაში ტექნიკურ დეტალებზე და მომხმარებელების გარემოში სისტემების ინსტალაცია, მათ შორის 1C პროგრამული უზრუნველყოფის; • სარეზერვო ასლების შენახვისთვის საჭირო პოლიტიკის გაწერა და გახორციელება, მონიტორინგი. • პროცესის ავტომატიზაციისთვის საჭირო სისტემების ამუშავება.

მოთხოვნები: • სისტემურ ინჟინერად(ადმინისტრატორად) მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდიილება; • MS Windows სერვერებთან მუშაობის გამოცდილება, მონიტორინგის სისტებემებთან მუშაობის გამოცდილება; • უპირატესად ჩაითვლება 1C პროგრამული უზრუნველყოფის ტექნიკურ ცოდნა და მუშაობის გამოცდილება; • Web სერვერებთან მუშაობის გამოცდილება; (apache; IIS ).

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე მისამართზე hr@bdo.ge . გთხოვთ, Subject-ში მიუთითოთ "სისტემური ინჟინერი" განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 11.06.2021

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის/სტაჟირების ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით ჩვენ და ჩვენთან აფილირებულ პირებს (დამფუძნებელი/შვილობილი კომპანიები) უფლებამოსილებას გვანიჭებთ განვახორციელოთ მოცემული ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის მოწოდებული (გადმოგზავნილი) რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის დამუშავება, მათ შორის ბაზაში შენახვა, არაუმეტეს მომდევნო წლის 31 დეკემბრამდე. აღნიშნულის მიზანია, სამომავლოდ, შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, გვქონდეს შესაძლებლობა განვიხილოთ თქვენი კანდიდატურაც. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი გზავნილი შეიცავს სხვის პერსონალურ მონაცემებს(აც) ასეთ შემთხვევაში, თქვენ გეკისრებათ საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მოთხოვნების უპირობა დაცვა. მნიშვნელოვანია, აცნობიერებდეთ, რომ უკანასკნელ შემთხვევაში, ინფორმაციის სუბიექტის ინფორმირება და მისგან სათანადო წესით მოპოვებული თანხმობის მოპოვების ვალდებულება ჩვენთვის მისი მონაცემების მოწოდებაზე გეკისრებათ თქვენ. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროვებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში. ვაღიარებთ პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის და გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენ მსგავსად, ემხრობით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის აკრძალვას, რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით.

Field
Operations
Category
System Administrator
Location
Tbilisi
Commitment
Full-time
Seniority
Senior
Show