Java Developer | AzRy | Tech Talent
Guest
Inactive
RegisterLogin
JobsCompaniesCoursesEducation
About
Language
Making Success Happen
AzRy
Java Developer
Tags
#Tbilisi
AzRy
Java Developer
#Tbilisi
Field
Development
Category
Java
Location
Tbilisi
Commitment
Full-time
Seniority
Unspecified
Show

AzRy, კომპლექსური პროგრამული და აპარატურული გადაწყვეტილებების მწარმოებელი კომპანია, აცხადებს ვაკანსიას Java Developer-ის პოზიციაზე. ვეძებთ, როგორც გამოცდილ, ისე დამწყებ სპეციალისტებს, რომლებიც დაგვეხმარებიან ლოკალური და საერთაშორისო ბაზრისთვის პროდუქტების შექმნა/განვითარებაში.

კომპანია AzRy საუკეთესო ადგილია მკვეთრი პროფესიული ზრდისა და უნიკალური გამოცდილების მიღებისთვის. ჩაერთვები ქვეყნის, სხვადასხვა სფეროსთვის კრიტიკული და უნიკალური სისტემების შექმნა/განვითარებაში;

AzRy-ს სისტემებს საქართველოში ყოველდღიურად ასობით ათასი ადამიანი იყენებს. დაგროვილმა გამოცდილებამ და წარმატებულმა პროექტებმა გაგვიჩინა საერთაშორისო ბაზარზე გასვლის ამბიცია. იმედი გვაქვს, რომ ხვალ, შენი დახმარებით, მილიონობით ადამიანს მსოფლიოს მასშტაბით გავუმარტივებთ ცხოვრებას!

შეგიძლია, გაეცნო AzRy-ს მიერ დამუშავებული მნიშვნელოვანი პროდუქტების მოკლე ჩამონათვალს:

AzRy-ს საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა უკვე მუშაობს თბილისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში. მათ რიცხვს მალე შეემატება ქუთაისი, გორი, ფოთი, თელავი და სხვა ქალაქები. ჩვენი სისტემა ყოველდღიურად უზრუნველყოფს მილიონამდე მგზავრობას; AzRy-ს თვითმომსახურების ტერმინალების მართვის მოწინავე სისტემა უზრუნველყოფს ბაზარზე ამ სფეროში საქართველოში მომუშავე ლიდერი კომპანიების წარმატებულ მოღვაწეობას. სისტემა მართავს ათასობით თვითმომსახურების მოწყობილობას და მომხმარებლებს მრავალფეროვანი სერვისების არჩევანს სთავაზობს; AzRy-ს სისტემა უზრუნველყოფს მომხმარებლებისთვის საერთაშორისო ფულადი გზავნილების კომფორტული და ინოვაციური მეთოდებით მიწოდებას. საქართველოს ფინანსური ინსტიტუტების უმეტესობა ჩვენი სისტემებით სარგებლობს; AzRy საქართველოს ფინანსური სექტორისთვის არაერთ კრიტიკულ სისტემას ქმნის. მათგან ერთ-ერთი გამორჩეული და კომპლექსური ლიზინგის მართვის სისტემაა, რომელიც დანერგილია და წარმატებით მუშაობს საქართველოს ლიზინგის კომპანიებში, მათ შორის ლიდერ კომპანიაში, რომელიც ბაზრის 75% ფლობს;

AzRy-ს გუნდის წევრობისთვის აუცილებელია: იყო გონებაგახსნილი, შრომისმოყვარე, ამბიციური, ცნობისმოყვარე და გამბედავი; გქონდეს პროფესიული ზრდის მუდმივი სურვილი; არ გეშინოდეს ექსპერიმენტების, გამოწვევების, სიახლეების და ძალიან ბევრი მუშაობის; გიყვარდეს გუნდური მუშაობა; გქონდეს პროგრამული უზრუნველყოფის, უპირველესად Java ტექნოლოგიებით და ფრეიმვორქებით (Spring, Java EE და ა.შ.) დამუშავების გამოცდილება; როგორც AzRy-ს გუნდის წევრი, მიიღებ:

კონკურენტულ ანაზღაურებას; ჯანმრთელობის დაზღვევის პრემიუმ პაკეტს; კომფორტულ გარემოს საუკეთესო და თანამედროვე სამუშაო სივრცეში; დისტანციური მუშაობის შესაძლებლობას; და რაც მთავარია კრეატიულ და მეგობრულ გარემოში AzRy-ან პროექტებზე მუშაობისგან მიღებულ სიამოვნებას;

გსურს გახდე ჩვენი გუნდის წევრი? მაშინ შეავსე განაცხადი. დაინტერესების შემთხვევაში დაგიკავშირდებით მაქსიმუმ 2 კვირის განმავლობაში.

Field
Development
Category
Java
Location
Tbilisi
Commitment
Full-time
Seniority
Unspecified
Show