.NET Developer | Alta Software | Tech Talent
Guest
Inactive
RegisterLogin
JobsCompaniesCoursesEducation
About
Language
Reliable Financial Solutions
Alta Software
.NET Developer
Tags
#Middle
#Tbilisi
##.NET#WEB
Alta Software
.NET Developer
#Middle
#Tbilisi
##.NET#WEB
Field
Development
Category
.NET
Location
Tbilisi
Commitment
Full-time
Seniority
Middle
Show
Apply Now

შპს „ალტა სოფთვეარი“ აცხადებს ვაკანსიას .NET დეველოპერის პოზიციაზე. სამუშაოს აღწერა: შპს „ალტა სოფთვეარი“ გთავაზობთ სტაბილურ, საინტერესო და თვითგანვითარებაზე ორიენტირებულ სამსახურს. „ალტა სოფთვეარი“ ქმნის პროგრამულ უზრუნველყოფას ფინანსური ინსტიტუტებისათვის 1998 წლიდან. .NET დეველოპერის პოზიცია მოიაზრებს „ალტა სოფთვეარის“ პროგრამულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ამოცანების განხორციელებას, უშუალო პროგრამირებას, ურთიერთობას მხარდაჭერისა და ხარისხის უზრუნველყოფის განყოფილებასთან. კომპეტენციის ფარგლები:

  • ხარისხიანი და ტესტირებადი კოდის დაწერა კომპანიაში არსებული სტანდარტების გათვალისწინებით;
  • ახალი ამოცანებისა და არსებული სისტემების განვითარების ანალიზში ჩართვა, სამუშაოს მოცულობის შეფასება და შეთანხმებული ვადების დაცვა;
  • დანერგვებში მონაწილეობა, ტექნიკური კონსულტაციების გაწევა;
  • სხვადასხვა კოდის გარჩევა და ანალიზი, შესაბამისი აზრის გამოთქმა საჭიროების მიხედვით;
  • საკითხების დროულად შესრულება, შესაბამისი კონსულტაციების გაწევა. საჭირო კვალიფიკაცია: პროგრამირების ენები და ტექნოლოგიები .NET, C#, Web API, MS SQL Server აუცილებელი უნარები:
  • კომპანიაში არსებული სტანდარტების ადვილად ათვისება;
  • ორგანიზებულობა, მოწესრიგებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კეთილსინდისიერება და კონფიდენციალურობის დაცვა;
  • დამოუკიდებელი მუშაობისა და გუნდში ჩართვის უნარი. დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ CV შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@altasoft.ge 2021 წ 6 აგვისტომდე. ელექტრონული წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. გასაუბრებაზე მოწვეული იქნებიან ჩვენ მიერ შერჩეული კანდიდატები და უნდა წარმოადგინონ შექმნილი პროგრამების კოდები განსახილველად. გასაუბრების შემდეგ დაგიკავშირდებით, თუკი დადებითად გადაწყდება თქვენი სამსახურში აყვანის საკითხი. კანდიდატი ამ განცხადებაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე რეზიუმეს გაგზავნით აცხადებს თანხმობას, რომ მისი გადმოგზავნილი მონაცემები, მათ შორის "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული პერსონალური მონაცემები, დამუშავდეს და გადამოწმდეს პოზიციასთან მისი კვალიფიკაციის შესაბამისობის დადგენის მიზნით. გარდა ამისა, „ალტა სოფთვეარი“ იტოვებს უფლებას, შეინახოს და დაამუშავოს აღნიშნული მონაცემები გადმოგზავნიდან ერთი წლის მანძილზე.
Field
Development
Category
.NET
Location
Tbilisi
Commitment
Full-time
Seniority
Middle
Show
Apply Now