Junior Application Support Specialist | Aldagi | Tech Talent
Guest
Inactive
RegisterLogin
JobsCompaniesCoursesEducation
About
Language
თუ დაზღვევა გინდა
Aldagi
Junior Application Support Specialist
Tags
#Junior
#Tbilisi
#Application
#Support
Aldagi
Junior Application Support Specialist
#Junior
#Tbilisi
#Application
#Support
Field
Support
Category
Support
Location
Tbilisi
Commitment
Full-time
Seniority
Junior
Show

სადაზღვევო კომპანია ალდაგი აცხადებს ვაკანსიას აპლიკაციების მხარდაჭერის უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე, აპლიკაციების მხარდაჭერის სამსახურში.

სამუშაო საათები: 10:00–18:00 (ორშაბათი – პარასკევი) სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი #66ა (სათავო ოფისი)

ძირითადი მოვალეობები:

  • რეპორტების აწყობა Microsoft SQL Server Reporting Server-ზე;
  • ბაზაში მონაცემების მიმდინარე დროში ჩასწორება მოთხოვნის შესაბამისად;
  • მომხმარებლებთან კომუნიკაცია (ტელეფონზე, Mail-ზე და სხვა არხებით) და ბიზნეს პროგრამებთან დაკავშირებულ პრობლემებში დახმარება, ფუნქციონალის ახსნა.

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ინფორმაციული ტექნოლოგიების ან სხვა ტექნიკური მიმართულებით;
  • SQL-ის, PL/pgSQL (PostgreSQL)-ის და Transact-SQL (MS SQL Server) კარგად ცოდნა;
  • უპირატესობად ჩაითვლება მსგავსი მიმართულებით სტაჟირების/მუშაობის გამოცდილება;
  • უპირატესობად ჩაითვლება საოფისე პროგრამებისა და მათემატიკის ცოდნა.

პიროვნული უნარები:

  • ანალიტიკური აზროვნება
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • სწრაფად სწავლის უნარი
  • ორგანიზებულობა
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@aldagi.ge 2021 წლის 19 მაისის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება - Junior Application Support Specialist

სადაზღვევო კომპანია ალდაგში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია ალდაგის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.

Field
Support
Category
Support
Location
Tbilisi
Commitment
Full-time
Seniority
Junior
Show