ვებ-ინტერფეისის დეველოპერი | სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო | Tech Talent
Guest
Inactive
RegisterLogin
JobsCompaniesCoursesEducation
About
Language
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
ვებ-ინტერფეისის დეველოპერი
Tags
#Middle
#Tbilisi
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
ვებ-ინტერფეისის დეველოპერი
#Middle
#Tbilisi
Field
Design
Category
UI Design
Location
Tbilisi
Commitment
Full-time
Seniority
Middle
Show
Apply Now

2014 წელს საქართველოს მთავრობას და მსოფლიო ბანკის ჯგუფში შემავალ საერთაშორისო განვითარების ასოციაციას (IDA) შორის, გაფორმდა დაფინანსების ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს საქართველოსთვის 50 მილიონი აშშ დოლარის კრედიტის გამოყოფას, შერჩეულ არეალებში ირიგაციის და დრენაჟის სერვისების მიწოდების გაუმჯობესებისა და მიწის რეგისტრაციის ეროვნული პროგრამისათვის წესების და პროცედურების შემუშავების მიზნით. ირიგაციის და მიწის ბაზრის განვითარების (ILMD) პროექტის პირველი კომპონენტი (ირიგაციის და დრენაჟის გაუმჯობესება) ხორციელდება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ხოლო მეორე კომპონენტი (მიწის ბაზრის განვითარება) - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ, სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეშვეობით. მესამე კომპონენტი არის პროექტის მართვა.

საპილოტე პროექტის წარმატებით განხორციელების საფუძველზე საქართველომ და მსოფლიო ბანკმა (რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკმა) გააფორმა შეთანხმება 18.2 მილიონი ევროს ოდენობის დამატებითი დაფინანსების გამყოფის შესახებ (ა) საირიგაციო და სადრენაჟო მომსახურების გასაუმჯობესებლად შერჩეულ ფართობებზე და (ბ) სტრატეგიის, პროცედურების და სისტემების გაუმჯობესება, რაც საფუძველს შექმნის მიწის მართვის ეროვნული პროგრამისთვის.

პროექტის ფარგლებში განახლდება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის და სარეგისტრაციო პროგრამები, განხორციელდება: (i) სისტემური რეგისტრაციის ოპტიმიზაცია/ინტეგრაცია, საჯარო რეესტრის ინფრასტრუქტურის და სტატისტიკის მხარდაჭერა. (პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა, სისტემური რეგისტრაციის ავტომატიზაციის მიზნით); (ii) საჯარო რეესტრის ინფორმაციული ტექნოლოგიების შეფასება; (iii) საჯარო რეესტრის ინფორმაციული ტექნოლოგიების, მათ შორის სერვერული ინფრასტრუქტურის განახლება, შეფასების ანგარიშის საფუძველზე; (iv) უძრავი ქონების რეგისტრაციის სისტემის პროგრამული უზრუნველყოფის განვითარება (სისტემის არქიტექტურის დიზაინის ცვლილება და განვითარება, რომელიც დაფუძნებული იქნება ახალ ტექნოლოგიებზე და უზრუნველყოფს სისტემის მდგრადობას და ეფექტურობას); (v) საჯარო რეესტრის IT გუნდის ტრენინგი.

სისტემური რეგისტრაციის ოპტიმიზაცია/ინტეგრაციის, ინფრასტრუქტურის და სტატისტიკის მხარდაჭერა განხორციელდება საჯარო რეესტრის In-house ჯგუფის მიერ, მუშაობაში გამოყენებული იქნება თანამედროვე IT მიდგომები და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა, პროცესში გამოყენებული იქნება Agile მეთოდოლოგია. საჯარო რეესტრის ინფორმაციული ტექნოლოგიების, მათ შორის სერვერული ინფრასტრუქტურის განახლდება საჯარო რეესტრის ინფორმაციული ტექნოლოგიების შეფასების ანგარიშის საფუძველზე, რომელიც მოიცავს: i. არსებული ტექნიკური და კომუნიკაციების ინფრასტრუქტურის შეფასება; ii. ინფორმაციული ტექნოლოგიების მართვა და მენეჯმენტი; iii. ინფორმაცია და კიბერ-უსაფრთხოების შეფასება). საჯარო რეესტრის გუნდის წევრებს ჩაუტარდებათ, პროფესიული Agile და Scrum ტრენინგები.
დაიწყება უძრავი ქონების რეგისტრაციის სისტემის პროგრამული უზრუნველყოფის განვითარება Agile მეთოდოლოგიით. მიზნის მისაღწევად, შეიქმნება მინიმალური სიცოცხლისუნარიანი პროდუქტის (Minimum Viable Product – MVP) კონცეფცია, რომელიც განახლდება იტერაციული პროცესის გზით. პროგრამული უზრუნველყოფაში ინტეგრირებული იქნება ბიზნეს პროცესების მართვის (BPM) ელემენტები

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული "ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის" მიწის ბაზრის განვითარების კომპონენტის დამატებით დაფინანსების ფარგლებში, აცხადებს ვებ-ინტერფეისის დეველოპერის, UI/UX გამოცდილებით შერჩევას:

ფუნქცია-მოვალეობები:

  • პროდუქტის მენეჯერებთან და დეველოპერებთან ერთად, მომხმარებლების მოთხოვნების შეგროვება და შეფასება;
  • UI მოქაფების და პროტოტიპების შექმნა,
  • ორიგინალური გრაფიკული დიზიანის შექმნა
  • UX პრობლემების იდენტიფიცირება და მოგვარება;
  • მომხმარებელთა უკუკავშირზე დაყრდნობით, ცვლილებების შეტანა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • პორტფოლიო;
  • მოქაფების შესაქმენლად საჭირო პროგრამების ცოდნა (მაგ: XD, Sketch, Figma, Photoshop);
  • დიზაინის პროგრამების ცოდნა.

პიროვნული უნარები:

  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დროის ეფექტური მართვა;
  • ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღების უნარი.
Field
Design
Category
UI Design
Location
Tbilisi
Commitment
Full-time
Seniority
Middle
Show
Apply Now