JSC Silknet | Tech Talent
 
JSC Silknet
 
Remote Friendly
Head Office
Yes
Tbilisi
Industry
Employees
Telecommunications
1000+
JSC Silknet
 
Remote Friendly
Yes
Head Office
Tbilisi
Employees
1000+
Industry
Telecommunications
Founded
Description
სილქნეტი ქვეყნის წამყვანი სატელეკომუნიკაციო ოპერატორია, რომელიც სთავაზობს ბიზნესსა და მომხმარებლებს სრული სპექტრის სატელეკომუნიკაციო სერვისებს: მობილურ მომსახურებას, ფიქსირებულ ინტერნეტს, მაუწყებლობის ტრანზიტს და ფიქსირებულ ტელეფონიას. სილქნეტს მინიჭებული აქვს B1/ნეგატიური მუდისის (Moody’s) და B/სტაბილური ფიჩის (Fitch Ratings) საკრედიტო რეიტინგები. სილქნეტი პირველი კერძო ქართული კომპანიაა არასაბანკო სექტორის კომპანიებს შორის, რომელმაც ევროორბლიგაციები გამოუშვა. კომპანიამ 2019 წლის აპრილში 200 მილიონი დოლარის 5 წლიანი ევროობლიგაციები გამოუშვა, რომლებიც სავაჭროდ დაიშვა ირლანდიის საფონდო ბირჟაზე. სილქნეტი ქვეყნის ეკონომიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი და მისი წინსვლის ხელისშემწყობი ძალაა. დაარსების დღიდან, სილქნეტმა ადამიანების ცნობიერებაში შეცვალა ურთიერთობისთვის საჭირო დრო და არსებული საშუალებები. ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვასთან ერთად, განვითარების ყველა ეტაპზე კომპანიისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო და არის პასუხისმგებლიანი ბიზნესის მართვა, ინკლუზიური, თანაბარი გარემოს შექმნაზე ზრუნვა და უამრავი სასარგებლო პროექტის განხორციელება განათლების, სპორტისა, კულტურის და ეკოლოგიური მიმართულებით. ასეთი პროექტებია სათხილამურო ფედერაციის მრავალწლიანი პატრონაჟი, ლოკომოტივის ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის სპონსორობა, წინანდალში დაარსებული მსოფლიო დონის კლასიკური ფესტივალის, „წინანდლის ფესტივალის“ სპონსორობა და სხვა. კომპანიის მხარდაჭერით გამოიცემა სამეცნიერო-შემეცნებითი ჟურნალი National Geographic ქართულ ენაზე. სილქნეტმა 2018 წელს დააფუძნა საქველმოქმედო ფონდი, „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“, რომლიც საქართველოს სხვადასხვა საბრძოლო მოქმედებებში და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილე დაჭრილ ქართველ მებრძოლებს ეხმარება. 2019 წელს, ევროპის წამყვან ახლი ამბების არხთან, ევრონიუსთან პარტნიორობით, სილქნეტმა საქართველოში დააფუძნა ახალი ქართულენოვანი არხი, „ევრონიუს ჯორჯია“, რომელიც ევრონიუსის მესამე ფრანშიზაა ალბანეთისა და სერბეთის შემდეგ. დღეისათვის, სილქნეტში დასაქმებულია 2000-ზე მეტი ადამიანი.
New jobs are coming soon

New jobs are coming soon

Be first to get notified
Follow